მოხეტიალე ნიღბის მეთოდი
მოხეტიალე ნიღბის მეთოდი — კომბინირებული კინოგადაღების მეთოდი, რომლის გამოყენების დროს ფილმის ყოველი კადრის გამოსახულების ნაწილ-ნაწილ შედგენა ხდება სპეციალური (სანიღბე) კინოფირის მეშვეობით. ჩვეულებრივ და სანიღბე კინოფირებზე ერთდროული გადაღების შემდეგ უკანასკნელის გამჟღავნებით იღებენ მოძრავი მსახიობის ან რომელიმე ობიექტის გაუმჭვირ სილუეტს (მოხეტიალე ნიღაბს). შემდგომ სანიღბე კინოფირს ისეთნაირად დაადებენ ზემოდან გაუმჟღავნებელ ჩვეულებრივ კინოფირს, რომ მსახიობის სილუეტურ და ნეგაფიური გამოსახულებები ერთმანეთს დაემთხვეს, და განმეორებით იღებენ გასათამაშებელი სცენის სასურველ ფონს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 158.