მოძმანაანთ უბნის ნამოსახლარი და სამაროვანი

მოძმანაანთ უბნის ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპა

მოძმანაანთ უბნის ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არანისის ჩრდილოეთით, ხევის პირას, საცხოვრებელი სახლებისა და მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიაზე. თარიღდება II-IV საუკუნეებით. 1973-1974 წლებში საცდელი გათხრები ჩაატარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპერდიციამ ძველი დაზიანებული მიწის სამუშაოების დროს.

გამოვლინდა ნამოსახლარის კულტურული ფენის მასალა, რომელიც მოწმობს იქ დასახლების არსებობას. აღმოჩნდა რამდენიმე ინდივიდუალური ორმოსამარხი, რომლებშიც მიცვალებული იწვა მოხრილი მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე, თავით დასავლეთისაკენ. აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი, მინის პატარა სანელსაცხებლე, ბრინჯაოს ზარაკები, რგოლი, ბეჭედი, პართული მონეტა და სხვა. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა რედაქტირება