მოსტოვოის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
მოსტოვოის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Богослова) — მართლმადიდებლური ეკლესია უსტ-დონეცკის რაიონის ხუტორ მოსტოვოიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას. ეკლესია აგებულია 1915 წელს[1].
მოსტოვოის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | მოსტოვოი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1912-1915 |
ისტორია
რედაქტირება1912 წლის 15 აპრილს ხუტორ მოსტოვოიში აკურთხეს ადგილი იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის მშენებლობისათვის. სტანიცის კაზაკებმა ეკლესიის შენებლობისათვის შეაგროვეს 40 500 რუბლი. 1914 წელს ეკლესიის შენობაზე საზეიმოდ აღმართეს ჯვრები. ომდევნო წლის 9 ოქტომბერს ეკლესია აკურთხეს. შიდა სამუშაოები გაგრძელდა რამდენიმე ათწლეული და დასრულდა 1946 წელს[2].
1930 წელს სოფლის საბჭომ გადაწყვიტა ეკლესიის დახურვა, რაც წააწყდა ადგილობრივი მოსახლეობის მტრულ დამოკიდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეძლო ეკლესიის დახურვა, მალევე კვლავ გაიხსნა იგი. 1938 წელს ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ პოპოვო ნკვდ-მ დააპატიმრა და მიუსაჯა დახვრეტა ქონების კონფისკაციით. მეორე მსოფლიო ომისა და გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში ეკლესია აგრძელებდა ფუნქციონირებას[2].
ომის დასრულების შემდეგ ომის მონაწილემ და მხატვარმა ივანე ლაგუტინმა დაიწყო კედლების მოხატვა, რომელიც 1947 წელს დაასრულა[2].
1963 წელს ნიკიტა ხრუშჩოვის ანტირელიგიური კამპანიის დროს ეკლესია დახურეს, სამრეკლო დაანგრიეს, კანკელი დაამსხვრიეს და დაწვეს. მიუხედავად ამისა ადგლობრივმა მოსახლეობამ სახლებში შეინახა რელიქვიები. ეკლესიის შენობა ხორბლის საცავად გადააკეთეს, ხოლო მოგვიანებით ქიმიკატების საწყობად. ხანძრის შემდეგ ეკლესია მიატოვეს[2].
1970 წელს მოსტოვოისა და ადგილობრივი დასახლებების მოსახლეობამ წერილი გაუგზავნეს მწერალ მიხეილ შოლოხოვს, რომელშიც მწერალს სთხოვდნენ დახმარებოდა მრევლს ეკლესიის გახსნაში[2]. თუმცა შოლოხოვი უძლური აღმოჩნდა[2].
2000-იან წლებში დაიწყო ეკლესიის აღდგენა. გამოცვალეს სახურავი, აღადგინეს სამრეკლო, მიმდინარეობდა ინტერიერის რემონტი. 2013 წელს ეკლესია მორწმუნეებისთვის გაიხსნა[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Мостовой|Церковь Иоанна Богослова. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-24.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Храм святого апостола Иоанна Богослова, х.Мостовой Усть-Донецкого района Ростовской области | наш приходской сайт. mostovoj.cerkov.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-24.