მოსკოვი (კინოთეატრი)

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 22 სექტემბერი 2021. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

კინოთეატრი მოსკოვი (სომხ. Մոսկվա կինոթատրոն) — სომხეთის დედაქალაქ ერევნის უდიდესი კინოთეატრი. მდებარეობს შარლ აზნავურის მოედანზე, აბოვიანის ქუჩაზე. იგი აგებულია პეტრე-პავლეს ეკლესიის ადგილას, რომელიც 1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია.[2] 2010 წელს გამოითქვა აზრი კინოთეატრის დანგრევისა და მის ადგილას ტაძრის ხელახლა აშენების შესახებ.[2]

კინოთეატრი მოსკოვი
Մոսկվա կինոթատրոն
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი კინოთეატრი
არქიტექტურული სტილი კონსტრუქტივიზმი
ქვეყანა სომხეთი[1]
მდებარეობა სომხეთის დროშა აბოვიანის ქუჩა, ერევანი, სომხეთი
მისამართი Երևան, 0001, Աբովյան 18
კოორდინატები 40°10′54″ ჩ. გ. 44°31′02″ ა. გ. / 40.1818389° ჩ. გ. 44.5172611° ა. გ. / 40.1818389; 44.5172611
დაიწყო 12 დეკემბერი, 1936
დასრულდა 1936 წ.

კინოთეატრი მონაწილეობს „ოქროს გარგრის“ საერთაშორისო კინოფესტივალში, რომელიც ერევანში 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება.[3] 2001 წელს კინოთეატრის წინ მდებარე მოედანს სომხეთის დამოუკიდებლობის 10 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში შარლ აზნავურის სახელი ეწოდა.[4]

  1. Wiki Loves Monuments monuments database — 2017.
  2. 2.0 2.1 Grigoryan, Marianna. (24 March 2010) Armenia: Yerevan Architectural Debate Pits Church against Preservationists. Eurasianet. The Open Society Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 4 April 2012.
  3. Ionesyan, Karine. (14 July 2010) Golden Apricot: Int’l film festival picking up pace in Yerevan. ArmeniaNow. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 4 April 2012.
  4. Armenians name square in Yerevan after famous French singer. Noyan Tapan news agency (24 September 2001). ციტირების თარიღი: 4 April 2012.