მოსკოვის ჯვართამაღლების ტაძარი (ალტუფიევო)
მოსკოვის ჯვართამაღლების ტაძარი (რუს. Храм Воздвижения Креста) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს ალტუფიევის მამულში, მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ლიანოზოვოს რაიონში.
მოსკოვის ჯვართამაღლების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°54′29″ ჩ. გ. 37°35′10″ ა. გ. / 55.90806° ჩ. გ. 37.58611° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი, ალტუფიევოს გზატკეცილი № 147 |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
საიტი | ოფიციალური ვებგვერდი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაროკო |
თარიღდება | XVI საუკუნე |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ჯვართამაღლების სახელზე, ეგვტერები კი - მაკარი ჟეტოვოდელის, იონა მოსკოვის მიტროპოლიტისა და წმინდა ტრიფონის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ეკლესიასთან 1991 წლიდან მოქმედებს საკვირაო სკოლა, ასევე მართლმადიდებლური კულტურის ახალგაზრდული ცენტრი „ჩემი სამშობლო“.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ეკლესია სოფელ ალტუფიევოში, რომელიც მდებარეობს მდინარე სამოტიშკეზე, ცნობილია 1564 წლიდან, 1687 წელს კი უკვე მოიხსენიება ქვის ტაძარი.
ახალი ეკლესია ააგეს ი. ველიამინოვის ფინანსებით 1760-1763 წლებში, ადრე აქ არსებული წმინდა მოწამენის პისტის, ელპიდის, აღაპისა და მათი დედის სოფიოს სახელზე აგებული ეკლესიის ადგილზე რომელიც ამ პერიოდისათვის სრულიად მოძველებული იყო.
XVIII საუკუნის დასასრულს ეკლესია გადააკეთეს (შიგნით დაამონტაჟეს გლუვი ჭერი, ააშენეს ახალი სამრეკლო). ააშენეს ახალი სარაპეზო. შიდა აღჭურვილობა გუმბათი და ჯვარი თარიღდება XIX საუკუნით.
1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის დროს ეკლესია გაძარცვეს. გაიტაცეს ხატები, სანთლები და ფული[1].
ეკლესია საბჭოთა მმართველობის პერიოდში არ დაუხურავთ და იგი მოქმედი რჩებოდა (1941 წელს მცირე შესვენების გამოკლებით).
1960 წელს სოფელი ალტუფიევო შევიდა მოსკოვის შემადგენლობაში და აქ დაიწყო მასიური საცხოვრებლების მშენებლობა.
1989-1990 წლებში ააგეს ტაძრის ახალი სანათლავის (ბაპტისტერიუმის) შენობა.
1992-1995 წლებში ტაძრის წინამძღვარ იონა კარპუხინის ინიციატივით და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ის კურთხევით გაიმართა ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტაძრის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით.
ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ტაძარმა გადაკეთების შედეგად დაკარგა პირვანდელი სახე და შემცირდა მისი ისტორიული ღირებულება[2].
არქტექტურა
რედაქტირებატაძარი არქიტექტურული თვალსაზრისით მიეკუთვნება XVIII საუკუნის არქიტექტურულ სტილს. წრიული შიდა მოცულობის დიამეტრია 12 მ. ჩრდილოეთით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით სამი აფსიდია. მთავარი დარბაზის ფანჯრები ტიპიურია მოსკოვური ბაროკოსთვის.
1993-1995 წლებში ეკლესიას ახალი სატრაპეზო მიაშენეს, რომელმაც შეცვალა 1986 წელს აგებული მცირე სატრაპეზო. ასევე ააშენეს ახალი სამრეკლო. მათი აშენების შემდეგ ტაძრის მოედანი ორჯერ გაიზარდა.
ალტუფიევოს ტბორის მხრიდან ეკლესიას ღობე შემოავლეს, რომელიც გადაწყვეტილია ბაროკოს სტილში.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://his.1september.ru/2005/15/28.htm Коробко М. Ю. Алтуфьево. Люди, памятники, дома// История (издательский дом «Первое сентября»). 2005. № 15
- ↑ История строительства и реконструкции храма Воздвижения Креста Господня в Алтуфьеве დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. .