მოსკოვის წმინდა ტრიფონის ეკლესია
მოსკოვის წმინდა ტრიფონის ეკლესია (რუს. Церковь Трифона) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის მეშჩანის რაიონში, ყოფილ სოფელ ნარუდნოეში.
მოსკოვის წმინდა ტრიფონის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°47′17″ ჩ. გ. 37°37′36″ ა. გ. / 55.78806° ჩ. გ. 37.62667° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XV საუკუნე |
მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია წმინდა მოწამე ტრიფონის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაისტორიული წყაროები ეკლესიის აგების თარიღს არ ასახელებენ. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში სავარაუდო თარიღად დაასახელეს XVI საუკუნე. ლევ დავიდმა უფრო ადრეული დარაღიება მისცა ეკლესიას, 1479 და 1492 წლებშ შორისეს თრიღი მიიღო ისტორიკოსმა ვლადიმირ სედოვმა, თუმცა მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ამ თარიღს არ ეთანხმება. 2000-იანი წლების დასაწყისში სერგეი ზაგარაევსკიმ ეკლესიის აგების თარიღად დაასახელა 1470-იანი და 1480-იანი წლების შუა პერიოდი.
XIX საუკუნის დასაწყისში ტრიფონის სახელობის ეკლესიას დასავლეთით მიაშენეს სამრეკლო და სატრაპეზო, ხოლო 1825 წელს ეკლესიას მიაშენეს სამხრეთით წმინდა ნიკოლოზის ეგვტერი, ხოლო 1861 წელს ჩრდილოეთით ფილარეტის სახელობის ეგვტერი. 1889-1895 წლებში დასავლეთით მიაშენეს კიდევ ერთი სამრეკლო, ხოლო ძველი სატრაპეზოს ადგილზე არქიტექტორ გიორგი კაიზერის პროექტის მიხედვით ააშენეს ახალი სატრაპეზო-ტაძარი გუმბათით და ორი ეგვტერით (ასევე ნიკოლოზისა და ფილარეტის სახელობის).
1812 წელს ჩერნოგორიის მიტროპოლიტმა ალექსანდრე I-ს გადასცა წმინდა ტრიფონის ნაწილები, რომელიც დაასვენეს წმინდა ტრიფონის ეკლესიაში.
1930 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა. 1930-1940-იან წლებში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები პეტრე ბარანოვსკისა და ლევ დავიდის ხელმძღვანელობით, რომლებმაც ეკლესიას შეძლებისდაგვარად დაუბრუნეს პირვანდელი სახე.
1992 წელს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ტაძარში აღსდგა ღვთისმსახურება.
2007 წლის მონაცემებით ტაძარი ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ყოველ შაბათსა და კვირას იმართება ღვთისმსახურება.
არქიტექტურა
რედაქტირებაწმინდა ტრიფონის ეკლესია ერთგუმბათიანი, ერთაფსიდიანი ნაგებობაა. მშენებლობისათვის გამოყენებულია თეთრი ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Л. А. Давид. Церковь Трифона в Напрудном, в книге: Архитектурные памятники Москвы XV—XVII в., М., 1947.
- С. К. Романюк. Москва за Садовым кольцом. М. АСТ, 2007 г., ISBN 978-5-17-044643-8
- Р. Э. Рахматуллин. «Две Москвы, или Метафизика столицы». АСТ, 2008. ISBN 978-5-17-054227-7
- А. А. Эзерин. Ювелир и зодчий. «Московский Журнал», № 10, 2011, стр.24-34.