მოსკოვის წმინდა სოფიას ტაძარი
მოსკოვის წმინდა სოფიას ტაძარი (რუს. Храм Софии Премудрости Божией) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის მეშჩანს რაიონში, მისამართზე პუშეჩნაიის ქუჩა სახლი 15.
მოსკოვის წმინდა სოფიას ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°45′08″ ჩ. გ. 37°37′32″ ა. გ. / 55.75222° ჩ. გ. 37.62556° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XV საუკუნე |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ეგვტერი კი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებახის ეკლესია დღევანდელი ტაძრის ადგილზე ცნობილია 1480 წლიდან. 1650 წელს ააგეს ახალი ხის ეკლესია, რომელიც უკვე 1685 წელს ხანძარმა გაანადგურა. დამწვარი ხის ეკლესიის ადგილზე ქვის ახალ ტაძარს საფუძველი ჩაუყარეს 1692 წელს. ეკლესიის მშენებლობის პერიოდში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა რამდენიმე ხნით ადრე აშენებულ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეგვტერში. ტაძარი გადააკეთეს XVIII საუკუნის მეორე ნახევარში: განაახლეს ფასადი, შეცვალეს გუმბათის გადახურვა. 1816 წელს ტაძარს დააშენეს სამრეკლო, ხოლო 1842 წელს მიაშენეს სატრაპეზო და ეგვტერები. 1913 წელს ეკლესია კიდევ ერთხელ განაახლეს.
1932 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. მოანგრიეს სამრეკლოს ზედა ნაწილი. ტაძრის შენობაში განათავსეს ექსპერიმენტული სპორტული ტანსაცმლის „დინამოს“ ფაბრიკა. 1990 წელს ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაეცა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს. 2001 წელს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ საკუთარი სამრევლო საზოგადოება, სამსახურის ხელმძღვანელობა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას. ტაძარი 2001 წლის 6 მარტს აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ. კურთხევის ცერემონიის შემდეგ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ნიკოლაი პატრუშევმა პატრიარქს სიმბოლურად გადასცა ტაძრის გასაღები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Паламарчук П. Г. Москва в границах Садового кольца // Сорок сороков. Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — М.: Астрель, 2004. — Т. 2. — С. 160—162. — 744 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-1.
- Забелин И. Е. Материалы для истории, археологии и статистики города Москвы. — М.: издательство Московской Городской думы, 1884. — Т. 1. — С. 462.
- П. Н. Шармин. Церковь Софии на Софийке у Пушечного двора // Москва. Энциклопедический справочник. — М.: Большая Российская Энциклопедия, 1992.
- Сытин П. В. Откуда произошли названия улиц Москвы. — М., 1959. — С. 237, 248, 247.