მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (სტარი-სიმონოვი)

მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციული ოლქის დანილოვის რაიონში.

მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (სტარი-სიმონოვი) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (სტარი-სიმონოვი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°42′39″ ჩ. გ. 37°39′14″ ა. გ. / 55.71083° ჩ. გ. 37.65389° ა. გ. / 55.71083; 37.65389
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710139000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1509-1510

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ეკლესიის მისამართია: მოსკოვი, აღმოსავლეთის ქუჩა, 6.

1370 წელს ამჟამინდელი ეკლესიის ადგილზე როსტოვის მთავარეპისკოპოსმა თევდორე სიმონოვსკიმ დააარსა სიმონოვის მონასტერი, რომელშიც ააგეს ხის ეკლესია, მაგრამ უკვე 1379 წელს მონასტერი გადაიტანეს სხვა ადგილზე. 1509-1510 წლებში ხის ეკლესიის ადგილზე ააგეს ქვის ერთგუმბათიანი ეკლესია. ამჟამად ეკლესია ბურჯების გარეშეა, თავდაპირველად სავარაუდოა, რომ ოთხბურჯიანი იყო. არსებობს ლეგენდა, რომ ტაძარი ააგო ალევიზ ნოვიმ, თუმცა ისტორიული წყაროები ამის შესახებ არაფერს ამობენ.

XVIII საუკუნეში ეკლესიის მახლობლად აღმოაჩინეს კულიკოვოს ბრძოლის გმირების საფლავები. 1785-1787 წლებში ხის ნაგებობებს მიაშენეს ქვის სატრაპეზო და სამრეკლო. 1849-1855 წლებში არქიტექტორ ნარცის ზბოჟენსკის პროექტის მიხედვით იგი გადაკეთეს. სატრაპეზოს მიაშენეს ორი ეგვტერი: წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სერგის სახელზე.

1928 წელს ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა. 1932 წელს სამრეკლო დაანგრიეს, კულიკოვოს გმირების თუჯის საფლავი კი გადაადნეს. მოგვიანებით ქარხანა „დინამოს“ გაფართოების შემდეგ ეკლესიაში შესვლა შეუძლებელი გახდა. შენობას გამოიყენებდნენ დამხმარე სათავსოდ, რამაც იგი დანგრევის პირას მიიყვანა. ქარხანამ 1987 წელს გაათავისუფლა ეკლესია და იგი გადასცა ისტორიულ მუზეუმს.

1989 წელს ეკლესია დაუბრუნდა მორწმუნეებს. ტაძარი ხელახლა აკურთხეს 1989 წლის 16 სექტემბერს. 2006 წელს სამრეკლოც აღადგინეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Остроумов И. Храм Рождества Пресвятой Богородицы на Старом Симонове. М., 1912.
  • Паламарчук П. Г. Сорок Сороков. М., 1995. С. 111—117.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება