მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (ვლადიკინო)

მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ოტრადნოეს რაიონში, ყოფილ სოფელ ვლადიკინოში (1653 წლამდე ერქვა ველიამინოვო).

მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (ვლადიკინო) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (ვლადიკინო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°50′57″ ჩ. გ. 37°35′03″ ა. გ. / 55.84917° ჩ. გ. 37.58417° ა. გ. / 55.84917; 37.58417
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710002002
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1653-1654

ეკლესია არის არქიტექტურის ფედერალური ძეგლი. თანამედროვე შენობა ააგეს 1850-იან წლებში, მაგრამ ქვის ტაძრის შენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ 1770 წელს.

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის შობის სახელზე. ეგვტერები კი მთავარანგელოზ მიქაელისა და მთავარანგელოზ გაბრიელის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ეკლესიის მისამართია: მოსკოვი, ალტუფიევის შოსე, 4.

პირველი ეკლესია ღვთისმშობლის შობის სახელზე (რომელმაც შეცვალა მოძველებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია) ააგეს დაახლოებით 1627 წელს, როდესაც სოფლის მფლობელი იყო თავადი ივან ივანეს ძე შუისკი.

165 წელს სოფელი გახდა პატრიარქის სამემკვიდრეო მამული და ეწოდა სოფელი ვლადიკინო. 1690 წლის 19 მაისს ვლადიკინოს სტუმრობდა მეფე პეტრე I დიდი და პატრიარქ ადრიანესთან ერთად ილოცა სოფლის ტაძარში ლიტურგიის დროს.

პირველი ქვის ეკლესია ააგეს 1770 წელს. სამრეკლო ააგო მეზობელი სოფლის, პეტროვსკოეს მფლობელმა გრაფმა კირილ რაზუმოვსკიმ.

1854-1858 წლებში ეკლესია სრულიად გადააკეთა არქიტექტორმა ალფრედ იაროშევსკიმ. 1859 წელს ახალი სამსაკურთხევლიანი (მთავარანგელოზ მიქაელისა და მთავარანგელოზ გაბრიელის ეგვტერებით) ეკლესია აკურთხეს. მთავარი საკურთხეველი ღვთისმშობლის შობის სახელზე აკურთხა მიტროპოლიტმა ფილარეტმა.

საბჭოთა პერიოდში ეკლესია ღვთისმსახურებისათვის არ დახურულა.

1970-იან წლებში შეიმუშავეს ტაძრის დანგრევის გეგმა, რათა აეშენებინათ ესტაკადა, მაგრამ მრევლმა შეძლო ტაძრის დაცვა.

2017 წლისათვის ეკლესიაში მსახურობდა: ეკლესიის წინამძღვარი სერგეი ტკაჩენკო, დიაკვანი ვლადიმირ ალექსანდროვი, დიაკვანი ილია კოსტიცინი, იერარქები ანდრეი კუდრინი და დიმიტრი ბონდარენკო.

ეკლესიაში დაცულ ხატებს შორის ყველაზე ძველია XVI-XVII საუკუნეების მიჯნის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხატი. ასევე ინახება პატრიარქ ადრიანეს მიერ ნაჩუქარი XVII საუკუნის სახარება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება