მოსკოვის ფლოროსისა და ლავროსის ეკლესია
ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ტაძარი (რუს. Храм иконы Божией Матери «Всех Скорбящих Радость») — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტერიტორიაზე. მდებარეობს მისამართზე დუბინინის ქუჩაზე № 9/3․
მოსკოვის ფლოროსისა და ლავროსის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°43′42″ ჩ. გ. 37°38′16″ ა. გ. / 55.72833° ჩ. გ. 37.63778° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | კ. ორდენოვი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ამპირი |
თარიღდება | XVII საუკუნე |
ტაძარი ცნობილია ფლოროსისა და ლავროსის სახელით. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის სახელზე, ხოლო ეგვტერები მოციქულების პეტრესა და პავლეს და ფლოროსისა და ლავროსის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებატაძარი პირველად მოიხსენიება 1625 წელს. თავდაპირველად ეკლესია ამავე სახელწოდებით მდებარეობდა პოლიანკის რაიონში, სადაც მაშინ მდებარეობდა იამის სლობოდაში. 1593 წელს სლობოდა გადაიტანეს ზაცეპში და აქვე ააშენეს ამავე სახელწოდების ეკლესია. 1628 წელს ეკლესიის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე, ხოლო ეგვტერები ფლოროსისა და ლავროსის სახელზე. 1739 წლის მონაცემებით უკვე არსებობს მეორე ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. 1738 წლის ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ნაგებობა. ახალი ტაძრის მშენებლობის უფლება იირეს 1739 წელს, ამავე წლის ბოლოს ახალი ტაძრის მშენებლობა დასრულდა. ახალი ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის სახელზე.1835 წელს ამპირის სტილში, არქიტექტორ ორდენოვის პროექტით გადააკეთეს ეგვტერები, სატრაპეზო და სამრეკლო. 1909 წელს ტაძარს მიამატეს დასავლეთის ნაგებობები.
1924 წელს ტაძარში მოაგროვეს მოსკოვის დახურული ტაძრებიდან საეკლესიო ჭურჭელი, ხატები და სიწიმინდეები. 1937 წელს დააპატიმრეს ტაძრის წინამძღვარი და 1938 წლის შუა პერიოდამდე ღვთისმსახურება ეპიზოდურად მიმდინარეობდა. 1938 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა და შენობა გადაეცა მეტალოგრაფიული ფაბრიკის საამქროს. 1957 წელს მოანგრიეს სამრეკლოს ზედა ნაწილი. 1960 წელს ეკლესიას არქიტექტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და სახელმწიფო დაცვის ქვეშ აღმოჩნდა.
ტაძრის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისადმი გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს 1991 წლის 8 იანვარს. 1991 წლის 6 აპრილს, აღდგომას, აღესრულა პირველი ღვთისმსახურება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Паламарчук П. Г. Москва в границах 1917 года // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 3. — С. 304-307. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.
- Забелин И. Е. Материалы для истории, археологии и статистики города Москвы. — Москва: издательство Московской Городской думы, 1884. — Т. 1. — С. 871.
- Указатель московских церквей / сост. Александровский М.. — Москва: Русская Печатня, 1915. — С. 16. — 75 с.
- Москва. Энциклопедический справочник.. — Москва: Большая Российская Энциклопедия., 1992.