მოსკოვის სერგი რადონეჟელის ტაძარი (ბუსინოვო)
მოსკოვის სერგი რადონეჟელის ტაძარი (რუს. Храм Сергия Радонежского) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოლქის დასავლეთ დეგუნინოს რაიონში. მისამართი: იჟორსკის ქუჩა № 1․ ტაძრის არქიტექტორია ვლადისლავ გრუძინი.
მოსკოვის სერგი რადონეჟელის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°52′59″ ჩ. გ. 37°29′55″ ა. გ. / 55.88306° ჩ. გ. 37.49861° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ვლადისლავ გრუძინი |
თარიღდება | 1857 |
მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია სერგი რადონეჟელის სახელზე. ეგვტერები კი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებახის ტაძარი სოფელ ბუსინოვოში, ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVI საუკუნის მეორე ნახევარში. 1770 წელს როდესაც სოფელი ბუსინოვო გახდა სახელმწიფო, ეკლესია ხელახლა ააშენეს, სოფლის მოსახლეობის შემოწირულობებით. 1854 წელს ხის ეკლესია ძლიერ დაძველდა, მის ადგილზე ააშენეს ახალი ქვის ეკლესია გლეხის ივანე ბუსურინის ფინანსებით. ტაძრის მშენებლობის შესახებ ლოცვა-კურთხევა გასცა მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა. ორეგვტერიანი ტაძრის პროექტი გადაამუშავა სახელმწიფო პალატის არქიტექტორმა ვლადისლავ გრუძინმა. ტაძრის მშენებლობა დაიწყეს სასაფლაოზე, არსებული ეკლესიის გევრდით. ძირითადი სამუშაოები დასრულდა 1857 წელს. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, სხვადასხვა წყარო სხვადასხვა თარიღს მიუთითებს. კერძოდ 1858, 1859, 1860 წლები. არსებობს მოსაზრება, რომ ეს თარიღები არის ეგვტერების კურთხევის წლები. ძველი ხის ეკლესია დაშალეს ვა მის ადგილზე ააგეს სამლოცველო.
საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა 1940 წელს, თუმცა 1937 წლიდან უკვე არ ფუნქციონირებდა. სამრეკლო მოანგრიეს მეორე იარუსამდე. ეკლესიის შენობა მნიშვნელოვნად გადააკეთეს და მასში განათავსეს მცირე ქარხანა. 1980 წლიდან შენობა მიატოვეს და თანდათან მოძველდა. პირველი მცდელობა გაეხსნათ ტაძარი მოხდა 1988 წელს, მაგრამ უარი მიიღეს. თანხმობა მიიღეს მხოლოდ 1990 წელს. ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა 1992 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Паламарчук П. Г. Окраины Москвы. Инославие // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 4. — С. 70 — 74. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.