მოსკოვის სამების ტაძარი (სალტიკოვის ხიდი)
მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — ედინოვერული მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ლეფორტოვის რაიონის ტერიტორიაზე. მისამართი: სამოკატნაიის ქუჩა, სახლი 3/8.
მოსკოვის სამების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°45′26″ ჩ. გ. 37°40′46″ ა. გ. / 55.75722° ჩ. გ. 37.67944° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
საიტი | ოფიციალური ვებგვერდი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ტაძარი ააგეს 1819 წელს ამპირის სტილში და წარმოადგენს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს[1].
ისტორია
რედაქტირებასალტიკოვის ხიდთან მდებარე მოსკოვის სამების ტაძარი ააგეს 1819 წელს. 1836 წელს ტაძარი გადააკეთეს. თავდაპირველად ეს იყო ზაფხულის ეკლესია, ხოლო მის გვერდით მდებარეობდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ზამთრის (თბილი) ტაძარი. ორივე ტაძარი ეკუთვნის ედინოვერულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა დაახლოებით 1931 წელს. ტაძრის გუმბათი და სამრეკლო დაანგრიეს. ტაძრის ხატი, იოანე ღვთისმეტყველის გამოსახულებით გადაეცა ტრეტიაკოვის გალერეას. 1966 წლამდე ტაძრის შენობაში განთავსებული იყო საცხოვრებელი ოთახები. მოგვიანებით სამების ეკლესია ახლოს მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიასთან ერთად სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოექცა. მოსახლეები გაასახლეს შენობიდან, დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. 1984 წლისთვის აღადგინეს მთავარი გუმბათი და ოთხიდან ორი კუთხის გუმბათი. 1990-იანი წლების დასაწყისისთვის გარე სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა. შენობა გადაეცა საბჭოთა კავშირის ინფორმატიკის პრობლემათა ინსტიტუტს.
1992 წელს ეკლესია გადაეცა მოსკოვის საპატრირქოს, აღსდგა ღვთისმსახურება.
ახლოს მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიასთან ერთად ქმნის ერთიან სატაძრო კომპლექსს. შემონახულია XIX საუკუნის საეკლესიო გალავანი, რომელიც საერთოა ორივე ეკლესიისათვის.
2016 წლის აპრილიდან ტაძრის წინამძღვარია ეპისკოპოსი ტიხონ (შევკუნოვი)[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- Паламарчук П. Г. Сорок сороков. Москва в границах 1917 года. — М.: Книга и бизнес: Кром, 1995. — Т. 3. — 586 с. — ISBN 5-7119-0043-9.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Введенская единоверческая община. Троицкая церковь. reestr.answerpro.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-27. ციტირების თარიღი: 2013-01-04.
- ↑ Указ № У-02/71 от 14 апреля 2016 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-27. ციტირების თარიღი: 2018-05-01.