მოსკოვის სამების ტაძარი (პიატნიცკის სასაფლაო)
მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ალექსეევის რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1830-1835 წლებში.
მოსკოვის სამების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°47′59″ ჩ. გ. 37°38′22″ ა. გ. / 55.79972° ჩ. გ. 37.63944° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ა. გრიგორიევი |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს სამების სახელზე. ეგვტერები ღირსი პარასკევა სერბისა და იღუმენ სერგი რადონეჟელის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ტაძარი მდებარეობს მისამართზე დრობოლიტეინი ქუჩა ნომ. 5.
ისტორია
რედაქტირებაპიატნიცკის სასაფლაო დაარსდა 1771 წელს ჭირის ეპიდემიის დროს და მიიღო იქ მდებარე ეკლესიის სახელის მიხედვით წმინდა პარასკევას სახელი.
ქვის ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს 1830 წელს, ხოლო აკურთხეს 1835 წელს.
XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიასთან ამოქმედდა საეკლესიო სამრევლო სკოლა. 1916 წელს სასაფლაოს ახლოს ააშენეს წმინდა სვიმონ სპარსის სახელობის ტაძარი. ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესია დახურეს და მის შენობას გამოიყენებდნენ როგორც სასაფლაოს ინვენტარის შესანახ ნაგებობას. 1979 წელს იგი დაუბრუნეს სამების ტაძარს.
1930-იან წლებიში ეკლესია არ დახურულა, მაგრამ გადაეცა რუსეთის მართლადიდებელი ეკლესიის სექტანტებს, ობნოვლენცებს, ხოლო მოსკოვის საპატრიარქს დაუბრუნდა მხოლოდ 1943 წელს, მოსკოვის სხვა სასაფლაოს ეკლესიებთან ერთად. 1937 წელს ტაძარი მოსკოვის შვიდი ობნოვლენცური ეკლესიის შემადგენლობაში შედიოდა.