მოსკოვის სამების ეკლესია (ბელი-გოროდი)
მოსკოვის სამების ეკლესია (რუს. Церковь Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტვერის რაიონში, ბელი-გოროდის ტერიტორიაზე.
მოსკოვის სამების ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°45′14″ ჩ. გ. 37°37′53″ ა. გ. / 55.75389° ჩ. გ. 37.63139° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVII საუკუნე |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაჯერ კიდევ XVI საუკუნეში ეკლესიის ადგილზე მოქმედებდა წმინდა ნიკიტა დიდმოწამის სახელობის ხის ეკლესია. 1620-იან წლებში იგი დაიწვა და ვაჭარ გრიგორი ნიკიტინოვის შეკვეთით 1628-1651 წლებში ააგეს ახალი ქვის ეკლესია წმინდა სამების სახელზე[1]. წყაროები ეკლესიის მშენებლობის თარიღად მიუთიტებენ 1631-1634 და 1653 წლებს. აღნიშნული თარიღები მეცნიერებს შორის მწვავე დისკუსიის საგანია.
ტაძრის სამხრეთი ეგვტერი აკურთხეს წმინდა ნიკიტა დიდმოწამის სახელზე, აქვე გადაიტანეს ამ წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი დამწვარი ეკლესიიდან. .
ტაძრის მთავარი სიწმინდე 1654 წლიდან გახდა საქართველოს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შეასრულეს დედაქალაქის ყინვებისაგან ხსნისათვის. ამ მიზეზის გამო ეკლესიას მეორე სახელად უწოდეს საქართველოს ღვთისმშობლის ეკლესია. ამ ამბის 250 წლისთავთან დაკავშირებით აკურთხეს განსაკუთრებული ეგვტერი. აქედან მოდის ნიკიტნიკის შესახვევის მეორე სახელი „საქართველოს შესახვევი“, რომელიც შეიცვალა 1926 წელს.
1920 წელს ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა ღვთისმსახურებისათვის, ხოლო 1934 წელს გადასცეს სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს. 1923-1941 წლებში აქ მოქმედებდა სიმონ უშაკოვის მუზეუმი, ხოლო 1963 წლიდან ძველი რუსული ფერწერის მუზეუმი. ომის შემდეგ წლებში მას მიუშენეს საოფისე ნაგებობები, რომელსაც არანაირი ისტორიული დანიშნულება არ ჰქონდათ. 1991 წელს მიიღეს გადაწყვეტილება ეკლესია დაებრუნებინათ მორწმუნეებისათვის. მუზეუმი კი დახურეს.
ეკლსიაში შემონახულია მრავალფიგურებიანი, დინამიური კედლის მხატვრობა, რომელიც შესრულებულია ბიბლიის მოტივების საფუძველზე 1652-1653 წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Тренев Д. К. Памятники древнерусского искусства церкви Грузинской Божьей Матери в Москве. М., 1903
- Овчинникова Е. С. Церковь Троицы в Никитниках. М., 1970. 196 с.
- Паламарчук П. Г. Москва в границах Садового кольца // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 2. — С. 56-59. — 744 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-1.
- Указатель московских церквей / сост. Александровский М.. — Москва: Русская Печатня, 1915. — 75 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Москва и Подмосковье. М., Искусство. 1979. С.480