მოსკოვის რჟევის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
მოსკოვის რჟევის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Ржевской Божьей Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVI საუკუნის დასაწყისში. დაარსდა 1540-იან წლებში და საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია 1929 წელს.
მოსკოვის რჟევის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′46″ ჩ. გ. 37°36′02″ ა. გ. / 55.74611° ჩ. გ. 37.60056° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | დანგრეული |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVI საუკუნე |
ეკლესია მიეკუთვნებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებამოსკოვის რჟევის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ააგეს XVI საუკუნის 40-იან წლებში რჟევიდან მოსკოვში გადაბრძანებული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების სახელზე[1], რომელთა შორის იყო რჟევის ღვთისმშობლის სასწულმოქმედი ხატი, რომელიც გამოჩნდა 1539 წელს სოფელ კლოჩკის მახლობლად ქალაქ რჟევის მახლობლად[2]. მოჭედილობის მოხსნის შემდეგ ხატი უკანვე გააგზავნეს რჟევში, ხოლო მოჭედილობა განათავსეს ეკლესიაში, რომელიც ქალაქის გარეუბანში, ჩერნოტოლეში მდებარეობდა. მოგვიანებით აქ 1585-1593 წლებში ქვისგან ააგეს ბელი-გოროდის ციხესიმაგრის კედელი. 1686 წელს ჩერნოტოლეში დიდი ხანძარი მოხდა, რომლის შედეგად ეკლესია დაიწვა. ამ ხანძრის შემდეგ ეკლესია პეტრე ტიმოთეს ძე კონდირინმა გადააკეთა კლასიციზმის სტილში[1] და უკვე 1689 წლისთვის იგი მოიხსენიება როგორც ქვის ნაგებობა. ამის შემდეგ მას მიაშენეს ეგვტერები მოსკოვის პატრიარქ ალექსი ღვთისკაცისა და წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე[3].
XIX საუკუნის ბოლოს ეკლესიის კედლები საკმაოდ მოძველდა და არქიტექტორმა ა. ა. ნიკიფოროვმა 1896-1898 წლებში ააშენა ახალი სატრაპეზო და კოშკური სამრეკლო. რჟევის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის ინტერიერი ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი თეთრი ქვის კანკელით და მინის მოზაიკით. კანკელის ავტორია ფერწერის აკადემიკოსი ვ. დ. ფარტუსოვი[3].
მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ეკლესია დახურეს და საბოლოოდ 1929 წელს დაანგრიეს, რის შემდეგაც მის ადგილზე ააშენეს საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლი[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Церковь Иконы Божией Матери Ржевская у Пречистенских ворот. ციტირების თარიღი: 2015-05-12.
- Церковь Ржевской Божьей Матери у Пречистенских ворот. ციტირების თარიღი: 2015-05-12.
- Церкви Ржевской иконы Божией Матери в Москве. ციტირების თარიღი: 2015-05-12.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Церковь Иконы Божией Матери Ржевская у Пречистенских ворот. ციტირების თარიღი: 2015-05-12.
- ↑ Церкви Ржевской иконы Божией Матери в Москве. ციტირების თარიღი: 2015-05-12.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Церковь Ржевской Божьей Матери у Пречистенских ворот. ციტირების თარიღი: 2015-05-12.