მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (პრეობრაჟენის სასაფლაო)

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის პრეობრაჟენსკოეს რაიონში.

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (პრეობრაჟენის სასაფლაო) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (პრეობრაჟენის სასაფლაო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°47′28″ ჩ. გ. 37°43′02″ ა. გ. / 55.79111° ჩ. გ. 37.71722° ა. გ. / 55.79111; 37.71722
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710639007
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ფიოდორ სოკოლოვი
თარიღდება 1784

ტაძარს აქვს ორი საკურთხეველი. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ხოლო ეგვტერი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

თავდაპირველად ტაძარი ააგეს 1784-1790 წლებში, ფსევდოგოთიკურ სტილში. ტაძრის არქიტექტორად ითვლებოდა ვასილი ბაჟენოვი, მაგრამ უკანასკნელი კვლევების მიხედვით პროექტის ავტორია ფიოდორ სოკოლოვი.

1850-იან წლებში იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა აქტიურად დაიწყო ბრძოლა სექტანტების წინააღმდეგ. ამ პერიოდში სტარობრიადელების თემი პრეობრაჟენის სასაფლაოზე შერისხეს. დაიწყო გამოძიება, რის შედეგადაც სტაროობრიადელები დაადანაშაულეს სამშობლოს ღალატში, რადგან ისინი სიხარულით შეხვდნენ ნაპოლეონის ჯარებს და რადგან პრეობრაჟენის სათნოების სახლში აღმოაჩინეს რუსეთის იმპერატორის კარიკატურული ნახატი. სექტის ზოგიერთი ლიდერი მოსკოვიდან გაასახლეს.

1854-1857 წლებში ეკლესია გადააკეთეს არქიტექტორ ალექსანდრე ვივენის პროექტის მიხედვით. სატრაპეზოში შექმნეს ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. 1854 წლის 3 აპრილს პატრიარქმა ფილარეტმა არასრულა წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკურთხევლის კურთხევის ცერემონიალი. ეს დღე ითვლება ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძრის დაბადების დღედ.

საკურთხეველი მიაშენეს 1857 წელს. აფსიდის მიშენების შემდეგ 1857 წლის 2 ივნისს მიტროპოლიტმა ფილარეტმა მთავარი საკურთხეველი აკურთხა ღვთისმშობლის მიზინების სახელზე.

1866 წელს ტაძარი გახდა სტაროობრიადცების მონასტრის ერთ-ერთი ნაგებობა.

1923 წელს მონასტერი დახურეს და მონასტრს დიდი ნაწილი კომუნალურ ბინებად გადააკეთეს.

1920-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი ობნოვლენცებს გადასცა, მაგრამ სტაროობრიადცების მიმდინარეობამ მონასტრის ნაწილი არ დაუთმო ობნოვლენცებს. ეკლესია ორ ნაწლად გაყვეს აგურის კედლით. 1940-იან წლებში ობნოვლენცების ნაწილი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება