მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (სტანისლავლი)

მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (რუს. Церковь Архангела Михаила) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ახალმოსკოვის ადმინისტრაციული ოლქის ტერიტორიაზე. აგებულია 1696 წელს ჩუდოვის მონასტრის მიწებზე (ამჟამად მოსკოვის ტერიტორია). მორწმუნეებს დაუბრუნდა 1990 წელს.

მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (სტანისლავლი) — რუსეთი
მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (სტანისლავლი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°31′24″ ჩ. გ. 37°21′46″ ა. გ. / 55.52333° ჩ. გ. 37.36278° ა. გ. / 55.52333; 37.36278
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7737942000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი მოსკოვური ბაროკო
თარიღდება XVII საუკუნე

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ადრე დღეს არსებული ეკლესიის ადგილზე მდგარა უფრო ძველი ეკლესია. იგი პირველად მოხსენიებულია ჩანაწერთა წიგნში, რომელიც მიეკუთვნება 1627-1628 წლებს. თუმცა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის აგების თარიღი უცნობია. ასევე უცნობია გადაკეთების მიზეზიც.

ამჟამად არსებული ტაძარი აგებულია 1696 წელს მოსკოვური ბაროკოს არქიტექტურულ სტილში. ამავე წლიდან მიმდნარეობს ღვთისმსახურება. 1696 წლის 2 ნოემბერს ეკლესიას გადაეცა ოდიკი. ტაძარი როგორ გამოიყურებოდა თავდაპირველად უცნობია. მრავალწლიანი საარქივო ძიების შემდეგაც ჯერ კიდევ არაა მიგნებული ტაძრის ნახაზები. არსებობს მხოლოდ XIX საუკუნის ნახაზები, რომელშიც ტაძარი უკვე სერიოზულადაა გადაკეთებული. XIX საუკუნეში ტაძარი არაერთხელ გადააკეთეს. 1820 წელს ტაძრის მღვდელმა თხოვნით მიმართა მოსკოვის სასულიერო კონსისტორიას რათა მეიცათ ნება აეშენებინა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ეგვტერი ზამთრის მსახურებებისთვის. 1821 წლის მაისში ეგვტერის მშენებლობა დასრულდა, ხოლო აკურთხეს ამავე წლის ივნისში.

შემდეგი სამშენებლო სამუშაოები წარიმართა 1840-იანი წლების ბოლოს. ამ პერიოდისთვის განაახლეს მოძველებული ქვის სამრეკლო. 1846 წელს წარადგინეს თხოვნის წერილი, ხოლო 1848 წელს უკვე ახალმა სამრეკლომ ჩაანაცვლა.

1874 წელს ეკლესიის სატრაპეზო დაშალეს და მის ადგილზე ააგეს ცოტა უფრო დიდი, ორეგვტერიანი სატრაპეზო. სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 1875 წელს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია თითქმის დაანგრიეს. 1991 წელს ეკლესია დაუბრუნეს რუსეთის ეკლესიას. ამავე წელს აღსდგა ღვთისმსახურება. ამის შემდეგ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. 2001 წელს დაამონტაჟეს სამრეკლო, რომელზეც დაკიდეს ცხრა ზარი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება