მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (პრეობრაჟენსკოე)
მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (რუს. Храм Преображения Господня) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის პრეობრაჟენსკოეს რაიონში[1]. 2015 წლიდან არის რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ძალების მთავარი ტაძარი[2][3]. ტაძარი დაანგრიეს 1864 წელს და აღადგინეს 2015 წელს.
მოსკოვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°47′44″ ჩ. გ. 37°42′41″ ა. გ. / 55.79556° ჩ. გ. 37.71139° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | აღდგენილია 2015 წელს |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად ფერისცვალების ეკლესია არის სსრკ-ში აფეთქებული უკანასკნელი ტაძარი[4], თუმცა ეს ასე არაა, რადგან 1972 წელს მოსკოვში ააფეთქეს მოსკოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატი ეკლესია[5].
ისტორია
რედაქტირებასოფელი პრეობრაჟენსკოე პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVII საუკუნეში, როვესაც მეფე ალექსი მიხეილის ძემ აქ აიშენა საზაფხულო სასახლე. სოფელი ფართოდ გახდა ცნობილი პეტრე I დიდის დროს, როდესაც აქ განთავსდა შესაქცევარი პოლკები. 1687 წელს ჩამოყალიბდა პრეობრაჟენსკოესა და სემიონოვსკოეს პოლკები.
1747 წელს პრეობრაჟენსკოეს პოლკის სერჟანტმა სემიონოვსკში შეიძინა ძველი ეკლესიის შენობა. მორები გადაიტანეს პრეობრაჟენსკოეში და პოლკის ეზოში ააგეს, დროებითი ეკლესია, რომელიც აკურთხეს 1747 წლის 19 ივლისს პეტრე I დიდის ზეციური მფარველის მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე, ხოლო ეგვტერი მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე, რომელიც მოგვიანებით გახდა მთავარი საკურთხეველი და აკურთხეს 1800 წელს.
1763 წელს მრევლმა გადაწყვიტა აეშენებინათ ქვის ტაძარი, დაიწყეს შემოწირულობის აკრეფა. ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო ორი წლის შემდეგ, ძველი ხის ეკლესიის გვერდით. 1768 წელს მშენებლობა დასრულდა. 1781 წელს მას მიაშენეს საკურთხეველი მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე.
1812 წლის მოსკოვის ხანძრი პერიოდში ტაძარი არ დაზარალებულა. მასში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა ფრანგების არმიის მიერ მოსკოვის დაპყრობის შემდეგაც კი.
1883 წელს პოლკის დაარსების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ეკლესიას სტუმრობდა ალექსანდრე III. იმპერატორის სტუმრობის შემდეგ ეკლესიას მიაშენეს ახალი ეგვტერი ალექსანდრე ნეველის სახელზე.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია კვლავ მოქმედი დარჩა. ტაძრის მრევლმა გადაარჩინა მთელი საეკლესიო ღირებულება. ტაძრების მასობრივი დახურვის პერიოდში ეკლესიებიდან აქ მოჰქონდათ ტაძრის სიწმინდეები. დიდი სამამულო ომის პერიოდში მრევლმა შემოწირულობა გაიღო ფრონტისათვის.
1960-იან წლებში ტაძარს მოსკოვს მასშტაბით ყველაზე მეტი მრევლი ჰყავდა. მეტროს მშენებლობის გამო ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტაძრის დანგრევის შესახებ, მაგრამ მრევლმა გადასარჩენად შეაგროვა 2 500 ხელმოწერა, ამის მიუხედავად 1964 წლის 18 ივლისს, დილის ოთხ საათზე ეკლესია ააფეთქეს. დაგეგმლი მეტროსადგური ააგეს სხვა ადგილზე, ხოლო ტაძრის ადგილზე გააშენეს სკვერი.
ტაძრის აღდგენა მოხდა 2015 წლის 8 მაისს და იგი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ[6][7][8].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт დაარქივებული 2015-06-26 საიტზე Wayback Machine.
- История храма Преображения Господня. Москва, которой нет დაარქივებული 2009-02-27 საიტზე Wayback Machine.
- История Преображенского დაარქივებული 2009-08-21 საიტზე Wayback Machine.
- Храм Преображения Господня на russian-church.ru
- Региональная благотворительная общественная организация «Центр традиционной русской культуры „Преображенское“» დაარქივებული 2015-11-04 საიტზე Wayback Machine.
- Сайте о храме დაარქივებული 2014-11-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Историческая справка Храм Преображения Господня. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2018-04-18.
- ↑ Храм Преображения Господня на Преображенской площади в Москве стал головным храмом Сухопутных войск. // Официальный сайт Министерства обороны РФ. ციტირების თარიღი: 2015-10-15.
- ↑ Пестерева, Анна. Храм Преображения Господня стал главным храмом сухопутных войск // Восточный округ. — 2015. — № 37 (126) за 8 октября. — С. 3.
- ↑ Последний взрыв / Крестовский мост № 10 (2014)
- ↑ П. Г. Паламарчук. Сорок сороков. — Москва, 1994. — С. 636-638, Т. 2.
- ↑ Патриарх Кирилл освятил в Москве восстановленный храм Преображенского полка
- ↑ В канун юбилея Победы в Великой Отечественной войне Предстоятель Русской Церкви освятил храм Преображения Господня на Преображенской площади г. Москвы
- ↑ Фото чина освящения