მოსკოვის იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი

მოსკოვის იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი (რუს. Храм Апостола Иоанна Богослова) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციული ოლქში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1825-1837 წლებში. 1934-2011 წლებში ეკლესიის შენობაში განთავსებული იყო მოსკოვის მუზეუმების გაერთიანება.

მოსკოვის იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი
მოსკოვის იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი — რუსეთი
მოსკოვის იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′59″ ჩ. გ. 37°37′40″ ა. გ. / 55.76639° ჩ. გ. 37.62778° ა. გ. / 55.76639; 37.62778
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7737764000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) სემიონ ობიტაევი
ხუროთმოძღვრული სტილი ამპირი
თარიღდება XV საუკუნე

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძრის წნამძღვარია რუსეთის მართლმადიდებელი უნივერსიტეტის რექტორი, იღუმენი პეტრე (ერემეევი).

წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი ააგეს 1493 წელს, თავდაპირველად იყო ხისა, შემდეგ ქვის, არაერთხელ გადაკეთებული. ამჟამინდელი შენობა კი ააგეს 1825-1837 წლებში არქიტექტორების სემიონ ობიტაევისა და ლ. კარლონის პროექტის მიხედვით.

1925 წელს ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა. 1934 წლიდან მასში განათავსეს ქალაქის მუზეუმი. ეკლესიის და სამრეკლოს თავზე არსებული ხახვისებური გუბათები მოხსნეს. ინტერიერში სართულშორისი გავახურვა გააკეთეს.

1992 წელს გამოვიდა მოსკოვის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას თავისუფალი გამოყენების უფლებით. სამუზეუმო გაერთიანება, რომელსაც ეს შენობა ეკავა, არსად არ გადადიოდა. ამავე დროს, როდესაც მორწმუნეები მოითხოვდნენ მუზეუმის გადატანას, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ მუზეუმის გადატანას ქალაქის ცენტრიდან.

2010 წლის 16 სექტემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა თავისი განკარგულებით ეკლესიის შენობა გადასცა რუსეთის მართლმადიდებლურ ინსტიტუტს „საეკლესიო, საგანმანათლებლო და სოციალური საქმიანობისათვის“.

შენობა ეკლესიას გადაეცა 2011 წელს, ხოლო ამავე წლის 9 ოქტომბერს პირველად აღესრულა საღვთო ლიტურგია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება