მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია (კაზიონაია)

მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია (რუს. Церковь Усекновения Главы Иоанна Предтечи) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ბასმანის რაიონში. მისამართი, პოკროვკის ქუჩა, სახლი 50.

მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია (კაზიონაია) — რუსეთი
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია (კაზიონაია)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′49″ ჩ. გ. 37°39′20″ ა. გ. / 55.76361° ჩ. გ. 37.65556° ა. გ. / 55.76361; 37.65556
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7734967000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVII საუკუნე

ტაძარი მიეკუთვნებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

 
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის არსავლის კარი, 1915 წ.
 
მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესია

პირველად 1625 წელს მოიხსენიება მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძარი სლობოდა კაზიონაიაში. ეკლესია აგებული იყო ქვისაგან, მანამდე კი არსებულა ხის ეკლესია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე ნაკურთხი.

ტაძრის შემდეგი მშენებლობა გრძელდებოდა, 1722 წლისათვის ააშენეს ეგვტერი წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, 1760 წელს კი - დიმიტრი როსტოველის სახელზე. 1770-1772 წლებში ააგეს სატრაპეზო და სამრეკლო. ეკლესია ააშენეს არქიტექტორ მატვეი თევდორეს ძე კაზაკოვის პროექტის მიხედვით, მოსკოვური კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში.

მოსახლეობაში ტაძრის სახელწოდებები იყო: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ნათლისმცემლის ეკლესია და იოანეს ეკლესია.

1934 წელს ეკლესია დაანგრიეს, იგივე ბედი ელოდა სამრეკლოს, მაგრამ დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ ხელისუფლებამ ეს მიდგომა შეცვალა. სამრეკლოს შიგნით განათავსეს სახელოსნო და საპარიკმახერო.

1995 წელს სამრეკლო გაარემონტეს, მოხატეს და გადასცეს იაკობ ზებედეს ძის სახელობის ტაძარის მრევლს კაზიონაიის სლობოდაში. 2001 წელს აღსდგა სამრეკლო, რომელზეც დაკიდეს რვა ზარი, რომელთაგანაც უდიდესის წონა იყო 530 კგ. სამრეკლო აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსიმ.

არქიტექტურა

რედაქტირება

დღემდე შემონახული მოსკოვის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ეკლესიის სამრეკლო არის სამიარუსიანი, დაგეგმარებაში სწორკუთხა.

პირველი იარუსი არის კარიბჭე აგებული კლასიციზმის სტილში. მეორე და მესამე იარუსის კედლები მორთულია დორიული ორდენის პორტიკებით.

სამრეკლოს მეორი იარუსს ქვს სამი ყრუ და ერთი გახსნილი ფანჯარა. მესამე იარუსი კი შესრულებულია იონიური ორდენის სტილში.

ორი მხრიდან სამრეკლოს დიდი სამამულო ომის წინ მიაშენეს აგურის ორსართულიანი შენობა (არქიტექტორი ა. გ. თურქენიძე). სამეკლო 1990 წლიდან არქიტექტურის ძეგლია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Александровский М. И. «Указатель древних церквей в местности Ивановского сорока». Москва, «Русская Печатня», Б. Садовая, дом 14, 1917 г.
  • Памятники архитектуры Москвы. Земляной город. М., 1989. С. 274.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება