მოსკოვის ზოსიმესა და საბატის ტაძარი

მოსკოვის ზოსიმესა და საბატის ტაძარი (რუს. Храм преподобных Зосимы и Савватия) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის გოლიანოვოს რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1842 წელს.

მოსკოვის ზოსიმესა და საბატის ტაძარი
მოსკოვის ზოსიმესა და საბატის ტაძარი — რუსეთი
მოსკოვის ზოსიმესა და საბატის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°49′06″ ჩ. გ. 37°48′51″ ა. გ. / 55.81833° ჩ. გ. 37.81417° ა. გ. / 55.81833; 37.81417
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7702297000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVII საუკუნე

ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ზოსიმე და საბატი სოლოვკელების სახელზე. ეგვტერები კი წმიდა მოწამენის ადრიანეს და ნატალიას, ასევეა ღვთისმშობლის ხატის ცხოველმყოფელი წყაროს სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

პირველი ხის ეკლესია სოფელ გოლიანოვოში ააშენეს XVII საუკუნის 60-იან წლებში. ამ პერიოდში სოფელი წარმოადგენდა მეფე ალექსი მიხეილის ძის სამემკვიდრეო მამულს.

1811 წლიდან მოყოლებულია გოლიანოვო უკვე თავად ი. ტრუბეცკის ეკუთვნის, რომელიც ასევე ფლობდა ახლო მდებარე სხვა სოფლებსაც. 1842 წელს ხის ეკლესიის ადგილზე ტრუბეცკიმ წამოიწყო და ამპირის სტილში ააშენა ახალი აგურის ეკლესია. ეკლესია ორი ნაწილისაგან შედგებოდა - ცივი ტაძარი და თბილი, ზამთრის ეგვტერი, რომლის საკურთხეველიც ნაკურთხი იყო ადრიანესა და ნატალიას სახელზე. 1889 წელს არქიტექტორ ვასილი ბარანოვის პროექტის მიხედვით ეკლესია გადააკეთეს.

XX საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა, ხოლო შენობა გადასცეს მაკარონის ფაბრიკას. ახალმა მფლობელმა მოაშორა გუმბათი და მასში ქარხნის მილი ამოაყოფინა. დიდი ხნის განმავლობაში შენობის ერთ-ერთი მეიჯარე იყო ქიმიური ლაბორატორია, რის გამოც XX საუკუნის 90-იან წლებში ეკლესიის შენობა საშინელ მდგომარეობაში იყო. ტაძრის სამხრეთ და აღმოსავლეთ კედელთან ნაგვის გორები იდგა. მიუხედავად ამისა, ეკლესიის შენობა კვლავ რჩებოდა სოფელში XIX საუკუნის პირველი მეოთხედის ყველაზე ღირებულ ნაგებობად[1].

75 წლიანი უმოქმედობის შემდეგ ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ეკლესია კვლავ გაიხსნა 1990 წლის 31 მარტს. აქედან იწყება ტაძრის აღდგენის პროცესიც. ეკლესიის ინტერერი მოხატეს XVII საუკუნის ფრესკების სტილში. ეკლესიაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დასრულდა 2005 წელს.

ტაძარში ყოველდღიურად მიმდინარეობს ღვთისმსახურება. კვირას და სადღესასწაულო დღეებში მიმდინარეობს საღვთო ლიტურგია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Протоиерей Владимир Тимаков. Гольяновская святыня. Очерк истории храма Преподобных Зосимы и Савватия в Гольянове. 2009, ISBN 978-5-485-00230-5