მოსკოვის ზნამენსკის ტაძარი
მოსკოვის ზნამენსკის ტაძარი (რუს. Знаменский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ზნამენსკის მონასტრის ყოფილი მთავარი ტაძარი. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტვერის რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1679-1684 წლებში ძველი რუსული ტრადიციების მიხედვით. 1963-1972 წლებში ჩაუტარდა სერიოზული რესტავრაცია.
მოსკოვის ზნამენსკის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°45′08″ ჩ. გ. 37°37′43″ ა. გ. / 55.75222° ჩ. გ. 37.62861° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ფ. გრიგორევი, გ. ანისიმოვი |
თარიღდება | XVII საუკუნე |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაზნამენსკის მონასტერი დაარსდა 1631 წელს რომანოვების მამულში. 1668 წელს მონასტერში გაჩნდა ხანძარი, რომლის შედეგადაც სამონასტრო ეკლესია დაიწვა. ბერებმა დასახმარებლად მეფეს მიმართეს.
თავადმა ივანე მილოსლავსკიმ გადაიხადა ტაძრის ასაშენებელი თანხა, ხოლო მეფემ გადასახური თანხა. ახალი ტაძარი შენდებოდა 1679-1684 წლებში ათანასე ათონელის ეკლესიის ადგილზე. ხანძრის შედეგად იგი ძლიერ არ დაზარალებულა, მაგრამ 1679 წელს დაშალეს ახალი სამონასტრო ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტაძარი აკურთხა პატრირქმა იოაკიმემ 1684 წელს.
ზედა ცივი ტაძარი აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის „ზეციური სასწაულის“ სახელზე. ქვედა თბილი ტაძარი კი თავდაპირველად ღირსი ათანასე ათონელის სახელზე (მოგვიანებით ეკლესია აკურთხეს სერგი რადონეჟელის, ხოლო მისი ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე).
XVIII საუკუნეში დაიწყო მონასტრის აყვავების ახალი პერიოდი. ეკლესია მოხატეს.
1812 წლი საფრანგეთ-რუსეთის ომის დროს ნაპოლეონის ჯარისკაცებმა ეკლესია გაძარცვეს, მაგრამ ტაძრის შენობა არ დაზიანებულა. ქვედა ეკლესიაში ოკუპაციის პერიოდშიც კი მიმდინარეობდა ღვთისმსახურება.
რომანოვების ხელისუფლებაში მოსვლის 300 წლისთავთან დაკავშირებით ტაძარი გაარემონტეს XX საუკუნის დასაწყისში. 1910 წელს ზედა ეკლესიას მიუშენეს ეგვტერი მიქაელ მალეინის სახელზე.
1923 წლის შემდეგ მონასტერი დახურეს. მისი შენობები და ტაძარი გადააქციეს საცხოვრებლად. 1963-1972 წლებში ტაძრის ახლოს სასტუმრო „რუსეთის“ მშენებლობის გამო მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები[1]. შემდეგ შენობა გადაეცა რუსეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებას. აქ განათავსეს სალექციო და საკონცერტო დარბაზები[2]. 1980-იან წლებში კიდევ ერთხელ წარიმართა სარესტავრაციო სამუშაოები.
1992 წელს ზნამენსკის ტაძარში აღსდგა ღვთისმსახურება. იგეგმება ძველი სამონასტრო სამრეკლოს აღდგენა. 2016 წელს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ტაძარი შეღებეს წითლად, თეთრი ელემენტებით.
გალერეა
რედაქტირება-
ხედი აღმოსავლეთიდან
-
ხედი დასავლეთიდან
ლიტერატურა
რედაქტირება- Сергий (Спасский), архиепископ. Историческое описание Московского Знаменского монастыря, что на старом государевом дворе. — М., 1866.
- Казакевич И.И. Московское Зарядье. — М., 1977. — С. 90—148.
- Либсон В. Я., Домшлак М. И., Аренкова Ю. И. и др. Кремль. Китай-город. Центральные площади // Памятники архитектуры Москвы. — М.: Искусство, 1983. — С. 449-450. — 504 с. — 25 000 экз.
- Романюк С. К. Москва. Китай-город: Путеводитель.. — М.: АНО ИЦ «Москвоведение»; ОАО «Московские учебники», 2007. — 320 с. — (Новый московский путеводитель).
- Романюк С. К. Сердце Москвы. От Кремля до Белого города. — М.: ЗАО Издательство Центрполиграф, 2013. — 909 с.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Знаменский монастырь // Энциклопедия «Москва» / Под ред. С. О. Шмидта. — М.: Большая Российская энциклопедия, 1997. — 976 с.
- ↑ Елена Лебедева. (10 декабря 2008 года) Московский Знаменский монастырь. Православие.Ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-15. ციტირების თარიღი: 2011-08-27.