მოსკოვის დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი (შვივაია-გორკა)
მოსკოვის დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი (რუს. Храм Никиты Мученика) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტაგანის რაიონში. აგებულია 1595 წელს. ტაძარი არის ათონის მთის პანტელეიმონის მონასტრის მეტოქი.
მოსკოვის დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′44″ ჩ. გ. 37°38′40″ ა. გ. / 55.74556° ჩ. გ. 37.64444° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1595 |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია დიდმოწამე ნიკიტას სახელზე. ეგვტერები კი ღვთისმშობლის ხარების, დედოფალ ოლღა მოციქულთასწორისა და ონოფრე დიდის და პეტრე ათონელის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ღვთისმსახურება ტაძარში მიმდინარეობს ათონის ტიპიკონის მიხედვით: კვირის მსახურება იწყება ღამით, 22:30 საათზე[1].
ისტორია
რედაქტირებადიდმოწამე ნიკიტას ტაძარი მდებარეობს შვივაია-გორკის წვერზე. მდინარეების მოსკოვისა და იაუზის შეერთების ადგილთან ახლოს.
პირველი წყარო, რომელშიც მოიხსენიება ტაძარი მიეკუთვნება 1476 წელს.
სამშენებლო ფილაზე, რომელიც ტაძრის კედელშია ჩაყოლებული, ვგებულობთ, რომ ტაძარი აგებულია 1595 წელს მოსკოველი ვაჭრის საბა ბაგინის მიერ. ტაძრის ძველი ნაწილი არის ერთსაკურთხევლიანი. მის კედლებში შემონახულია ალიზის აგური, აღნიშნული აგური მშენებლობაში გამოიყენებოდა XVI საუკუნის დასაწყისში. როგორც ჩანს საბა ბაგინმა ტაძრის მშენებლობა ნულიდან არ დაიწყო და იგი მხოლოდ გადააკეთა.
1684-1685 წლებში ტაძარს ჩრდილო-დასავლეთიდან მიაშენეს სამრეკლო, სამხრეთის ეგვტერი ხარების დღესასწაულის სახელზე.
1740-იან წლებში ტაძარი კვლავ განაახლეს. მიაშენეს ეგვტერი ონოფრე დიდისა და პეტრე ათონელის სახელზე, დააყენეს მთავარი კანკელი. 1878-1880 წლებში ტაძარს ჩრდილო-დასავლეთიდან, არქიტექტორ ალექსანდრე პოპოვის პროეექტით, მიადგეს ეგვტერი ოლღა მოციქულთასწორის სახელზე. ეგვტერს ცალკე შესასვლელი ჰქონდა. საერთო ჯამში ნიკიტას ეკლესია ძველი მოსკოვის ერთ-ერთი საინტერესო არქიტექტურული ძეგლია[2].
დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი დახურეს 1936 წელს. ეკლესიის კარი და ღობე გაანადგურეს, ხოლო ეკლესიის დანგრევისაგან გადარჩენა საზოგადოების ჩარევამ გადაწყვიტა. 1950-იან წლებში ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებით დაკავდა საბჭოთა არქიტექტორი ლევ დავიდი. 1990 წლამდე ეკლესიის შენობაში განთავსებული იყო სტუდია „დიაფილმის“ საწყობი.
1991 წელს ნიკიტას ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1992 წელს იგი გახდა ათონის მთის პანტელეიმონის მონასტრის მეტოქი.
2018 წლის 14 იანვრიდან ტაძრის წინამძღვარია ნიკიტა (სმერნიაგინი).
გალერეა
რედაქტირება-
დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი
-
დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი
-
დიდმოწამე ნიკიტას ტაძარი
ლიტერატურა
რედაქტირება- Москва, которая есть / Сост. А. Алексеев. — М.: Департамент культурного наследия г. Москвы, 2013. — С. 184. — 238 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Храм Никиты Мученика на сайте Патриархия.ru
- Храм Никиты Мученика на russian-church.ru
- Храм Никиты Мученика на sobory.ru
- Храмы святого великомученика Никиты в старой Москве на сайте Православие.Ru
- Храм Никиты Мученика на stolnygrad.ru დაარქივებული 2013-05-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Храмы и монастыри Русской Церкви. patriarchia.ru.
- ↑ Храм Никиты Мученика на russian-church.ru