მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოება
მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოება (რუს. Московское археологическое общество, [МАО]; ყოფ. მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოება, Императорское Московское археологическое общество, [ИМАО]; 1881-1917) — რუსეთის სამეცნიერო საზოგადოება 1864-1923 წლებში.
ისტორია
რედაქტირებადაარსდა მოსკოვში რუსეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლების შესწავლისა და დაცვის, ასევე არქეოლოგიური გათხრების წარმოების მიზნით. ის მაგალითი იყო რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებისათვის დაეარსებინათ იქაც მსგავსი არქეოლოგიური საზოგადოებები. საზოგადოებაში შედიოდნენ არქეოლოგები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, გეოგრაფები, არქიტექტორები, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და მწერლები. მათ შორის: ვ. ანტონოვიჩი, ა. ვასნეცოვი, ა. ველტმანი, კ. გიორცი, ვ. გლინკა, ვ. გოროცოვი, ვ. ჟემჩუჟნიკოვი, ი. ზაბელინი, ვ. კლიუჩევსკი, ნ. ნიკოლაევსკი, ნ. კოსტომაროვი, მ. ნიკოლმინი, დ. ორეშნიკოვი, ი. ოსტროუხოვი, მ. პოგოდინი, ს. სოლოვიოვი, დ. ევარნიცკი. Დასაწყისში.
XX საუკუნის დასაწყისში საზოგადოება შედგებოდა დაახლოებით 400 წევრისაგან. 1868 წლიდან იგი განთავსებული იყო ავერკი კირილოვის პალატაში. საზოგადოების შეხვედრების უმეტესობა, რომელიც თვეში ერთხელ მაინც იმართებოდა, საჯარო იყო.
მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებაში შეიქმნა რამდენიმე სპეციალური კომისი, რომლებიც თანდათანობით გარდაიქმნენ ცნობად სამეცნიერო ცენტრებად: უძველესი ძეგლების შენარჩუნების (1876), აღმოსავლური (1887), სლავური (1892), არქეოგრაფიული (1896), ძველი მოსკოვის შემსწავლელი („ძველი მოსკოვი“, 1909 წ.). 1901 წელს ტფილისში გაიხსნა კავკასიის განყოფილება. საზოგადოების მონაწილეობით აღადგინეს მოსკოვის კრემლის ღვთისმშობლის მიძინების და მთავარანგელოზის ტაძრები, წითელ მოედანზე წმინდა ბასილის ტაძარი, პუშკარის წმინდა სერგის ეკლესია, სამების ხიდი მდ. ნეგლინკა მოსკოვში, ისევე როგორც დიდი როსტოვის კრემლი, მიძინების ტაძარი ვლადიმირში, შუამავლის ეკლესია ნერლზე, კრემლის კედლები და კოშკები სერფუხოვში და მრავალი სხვა. იგი მუდმივად აგზავნიდა სპეციალისტებს რემონტის და აღდგენის მიმდინარეობის მონიტორინგისთვის. საზოგადოების ინიციატივით რუსეთში 1869 წლიდან იმართებოდა არქეოლოგიური კონგრესები. გამოსიცა კრებული-მასალები, არქეოლოგიური დოკუმენტებისა "Материалы по вопросу о сохранении древних памятников, собранные Императорским Московским археологическим обществом" (1911). წამოიწყო და დააფინანსა მთელი რიგი არქეოლოგიური კვლევა და გათხრები რუსეთის ევროპულ ნაწილში. საზოგადოების წინადადებით და მისი მონაწილეობით 1909 წელს მოსკოვში დაიდგა ივან ფიოდოროვის ძეგლი (მოქანდაკე ს. მ. ვოლნუხინი).
მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოებამ გამოაქვეყნა:
- «Древности. Труды Императорского Московского археологического общества» (т. 1–25, 1865–1916),
- «Материалы по археологии Кавказа» (вып. 1–14, 1888–1916),
- «Древности восточные. Труды Восточной комиссии» (т. 1–5, 1889–1915),
- «Археологические известия и заметки» (т. 1–7, 1893–1900),
- «Материалы по археологии Восточных губерний России» (вып. 1–3, 1893–99),
- «Древности. Труды Славянской комиссии» (т. 1–5, 1895–1911),
- «Древности. Труды Археографической комиссии» (т. 1–3, 1898–1913),
- «Известия Кавказского отделения МАО» (вып. 1–6, 1904–21), რედაქტორები ლ. ლოპატინსკი და ე. თაყაიშვილი.
- Вып. 1 (1904)
- вып. 2 (1907)
- вып. 3 (1913)
- вып. 4 (1915).
- Вып. 5 (1919).
- «Древности. Труды Комиссии по сохранению древних памятников» (т. 1–6, 1907–15),
- «Старая Москва» (т. 1–3, 1912–14).
მეთოდური ლიტერატურა:
- «Инструкция для описания городищ, курганов и пещер» (1875),
- «Инструкция по снятию оттисков с древних надписей и воспроизведению их из гипса» (1875),
- «Программа для собирания сведений об архивах» (1898–99).
1923 წელს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოება რსფსრ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბრძანებით დაიშალა.
მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოებს თავმჯდომარეები: ა. უვაროვი (1864–1884/85), პ. უვაროვა (1885–1917).