მოსახლეობის აღწერა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის მოსახლეობის აღწერებიაზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური მონაცემების შეგროვება, შეჯამება, ანალიზი და გამოქვეყნების პროცესია. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მომდევნო მოსახლეობის აღწერა 2019 წლისთვის არის მოსალოდნელი[1].

ამ სტატიაში მოყვანილია აზერბაიჯანის სსრ კავშირიდან გამოსვლის შემდგომ პერიოდის მოსახლეობის აღწერებიც.

აზერბაიჯანის სსრ პერიოდი რედაქტირება

1926 წელი რედაქტირება

პირველი მოსახლეობის აღწერის სსრკ-ში 1926 წლის 17 დეკემბერს ჩატარდა. იმ დროს, აზერბაიჯანის სსრ-ის ტერიტორია იყო 85,968 კმ² და მოიცავდა 35 ქალაქს და 5,888 დასახლებულ სოფელს. საერთო მოსახლეობა იყო 2,314,571 მცხოვრები[2], რომელთაგან 1,212,859 იყო მამაკაცი და 1,101,712 ქალი. ქალაქის მოსახლეობა 649,557 მცხოვრები იყო.

1937 წელი რედაქტირება

საბჭოთა კავშირის მოსახლეობის მორიგი აღწერა 1937 წლის 6 იანვარს განხორციელდა. მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, აზერბაიჯანის სსრ-ში მცხოვრები მოსახლეობა 1,778,798 იყო[3], ხოლო მთლიანი მოსახლეობა - 2,953,300. სსრკ-ში მცხოვრები აზერბაიჯანელი თურქების საერთო რაოდენობა კი 2,134,648[4].

1939 წელი რედაქტირება

1939 წლის 17-23 იანვარს სსრკ-ში ჩატარდა აღწერა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის სსრ მოსახლეობა 3,205,150 ადამიანი იყო. სსრ კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების საერთო რაოდენობა 2,275,678 ადამიანს შეადგენდა[5].

1959 წელი რედაქტირება

1959 წლის საყოველთაო მოსახლეობის აღწერა გაიმართა 15-22 იანვარს. შედეგების მიხედვით, მთლიანი მოსახლეობა იყო 3,697,717 ადამიანი, საიდანაც 2,494,381 ეთნიკური აზერბაიჯანელები იყვნენ. სსრკ-ს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების საერთო რაოდენობა იყო 2,939,728[6].

1970 წელი რედაქტირება

1970 წლის 15-22 იანვარს ჩატარდა საბჭოთა კავშირის შემდეგი მოსახლეობის აღწერა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოსახლეობა შეადგენდა 5,117,081 ადამიანის. ეთნიკური აზერბაიჯანელები 3 776 778 იყო, რაც მთლიანი მოსახლეობის 73.81% -ს შეადგენდა. აზერბაიჯანელების შემდეგ მეორე ეთნიკური ჯგუფი რუსები იყვნენ (510,059), რომელებიც შეადგენდნენ მოსახლეობის 9.86%[7].

1979 წელი რედაქტირება

1979 წლის 17-24 იანვარს სსრკ-ს მოსახლეობის აღწერა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის სსრ მოსახლეობა 6,026,515 ადამიანი იყო, რომელთაგან 78.14% (4,708,832) ეთნიკური აზერბაიჯანელები იყვნენ. სსრ კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების საერთო რაოდენობა 5,477,330 იყო[8].

1989 წელი რედაქტირება

1989 წლის 12-19 იანვარს სსრკ-ს კიდევ ერთი მოსახლეობის აღწერის ჩატარდა. აღწერის დროს აზერბაიჯანის სსრ-ს შეადგენდა 65 ქალაქი, 61 ოლქი და 122 ურბანული დასახლება. აზერბაიჯანის სსრ მთელი მოსახლეობა იყო 7,021,178 მცხოვრები[9], რომელთაგან 5,804,980, ანუ 82.68% ეთნიკური აზერბაიჯანელები იყვნენ. რიცხოვნობით რუსები მეორე ერი იყვნენ და მოსახლეობის 5.59%, ანუ 392,304 ადამიანს შეადგენდნენ. დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი ბაქოში ცხოვრობდა. სსრკ-ს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების საერთო რაოდენობა დაახლოებით 6,770,000 ადამიანი იყო[10].

აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკა რედაქტირება

1999 წელი რედაქტირება

პირველი მოსახლეობის აღწერა აზერბაიჯანში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩატარდა 1999 წლის 27 იანვარიდან  - 3 თებერვლამდე. მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთო მოსახლეობა 7,953,438 იყო, საიდანაც 3,883,15 ადამიანი კაცი იყო და  4,070,283 ქალი. ეთნიკური აზერბაიჯანელები მთლიანი მოსახლეობის 90.59% -ს შეადგენდნენ, რაც 7,205,464 ადამიანი იყო. აზერბაიჯანელების შემდეგ მეორე ეთნიკური ჯგუფი ლეკები იყვნენ და მთლიანი მოსახლეობის 2.24% (178,021) შეადგენდნენ, ხოლო მესამე რუსები იყვნენ - 141,687 ადამიანი. აღწერის დროს ბაქოში 1,788,854 ადამიანი ცხოვრობდა, საიდანაც 1,574,252 ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო[11].

2009 წელი რედაქტირება

2009 წლის 13-22 აპრილს ჩატარდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსახლეობის მეორე აღწერა. მოსახლეობის აღწერის მიხედვით მოსახლეობის საერთო რაოდენობა 8,922,447 იყო, საიდანაც 91.60% ეთნიკური აზერბაიჯანელები იყვნენ. მთლიანი მოსახლეობის 2,045,815 (მათ შორის 1,848,107 აზერბაიჯანელები) ცხოვრობდნენ დედაქალაქ ბაქოში. ლეკები მოსახლეობის მეორე (2.02%) ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ[12].

სქოლიო რედაქტირება