მორფუ
მორფუ (ბერძ. Μόρφου, თურქ. Omorfo)[1]/გიუზელიურთი (თურქ. Güzelyurt)[2] — ქალაქი კვიპროსში, მდებარეობს მორფუს ყურის ნაპირზე. 1974 წლიდან ექვემდებარება ნახევრად აღიარებული ჩრდილოეთი კვიპროსის რესპუბლიკის კონტროლს.
ქალაქი | |
---|---|
მორფუ ბერძ. Μόρφου, თურქ. Omorfo[1]/თურქ. Güzelyurt[2] | |
წმინდა მამანტის ეკლესია | |
ქვეყანა | კვიპროსი |
შიდა დაყოფა | Agia Paraskevi[3] [4] , Agios Georgios[3] [4] , Agios Mamas[3] [4] და Chrysiliou[3] [4] |
კოორდინატები | 35°12′00″ ჩ. გ. 32°59′00″ ა. გ. / 35.20000° ჩ. გ. 32.98333° ა. გ. |
მმართველი | Viktor Hatziavraam[5] |
ამჟამინდელი სტატუსი | 1883 |
ფართობი | 58.2031 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 48 მეტრი |
მოსახლეობა | 31 116 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+2[6] და UTC+3[6] |
საფოსტო ინდექსი | 99750, CY2700 და 2700[6] |
ოფიციალური საიტი | morphou.org.cy |
მოსახლეობა ქალაქის ტერიტორიაზე ანტიკური პერიოდიდან ჩნდება. თანამედროვე მორფუს ჩამოყალიბება იწყება ბიზანტიური პერიოდიდან, როდესაც წმინდა მამანტის ეკლესიის გარშემო დასახლდა არაბთა ლაშქრობებს გაქცეული მოსახლეობა. 1426 წელს მორფუ გახდა მსხვილი ანტიფეოდალური აჯანყების ცენტრი. 1883 წლიდან ბრიტანულმა ადმინისტრაციამ მორფუს ქალაქის სტატუსი მიანიჭა. 1974 წელს დაიპყრო თურქულმა ძალებმა. ახალმა ადმინისტრაციამ ქალაქს სახელი გადაარქვა და უწოდა გიუზელიურთი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 კვიპროსის ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად
- ↑ 2.0 2.1 ჩრდილოეთი კვიპროსის ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 ΣΤΑΤΙΣΤΙΚΟΙ ΚΩΔΙΚΟΙ ΔΗΜΩΝ/ΚΟΙΝΟΤΗΤΩΝ ΚΑΙ ΕΝΟΡΙΩΝ ΤΗΣ ΚΥΠΡΟΥ, 2015 — Στατιστική Υπηρεσία της Κυπριακής Δημοκρατίας.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 STATISTICAL CODES OF MUNICIPALITIES/COMMUNITIES AND QUARTERS OF CYPRUS, 2015 — CYSTAT.
- ↑ Δημοτικό Συμβούλιο
- ↑ 6.0 6.1 6.2 Morfou — Postcode Query.