მორონობუ ჰისიკავა
მორონობუ ჰისიკავა (დ. დაახლოებით 1618 - გ. დაახლოებით 1694), იაპონელი გრაფიკოსი, ფერმწერი, ქსილოგრაფიის სკოლის (უკიიო-ე) ფუძემდებელი. ქმნიდა ალბომ-წიგნებს („ოსაკის ამბები“, 1668; „ამ ხრწნადი წუთისოფლის ქალთა 100 გამოსახულება“, 1681 და სხვა), აგრეთვე ესტამპებს, რომლებზეც გამოსახავდა სცენებს ხალხის ცხოვრებიდან და ლამაზ ქალებს (ყველა ქსილოგრაფია). ეს ნამუშევრები გამოირჩევა უშუალობითა და იუმორით, მკაფიო და დინამიკური კონტურებით, ძლიერი, მეტყველი შტრიხებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 7, გვ. 127, თბ., 1984