მორგენთაუს გეგმა
მორგენთაუს გეგმა (გერმ. Morgenthau-Plan) — მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეთა ოკუპაციის შემდეგ შემუშვებული გეგმა, რომლის მიხედვითაც გერმანიას უნდა დაწესებოდა ისეთი შეზღუდვები, რომელიც შეაჩერებდა მას სამომავლო შეიარაღებული კონფლიქტების ინიციატივისაგან. რაც უნდა მომხდარიყო მისი შეიარაღების ინდუსტრიის გაქრობითა და სხვა საკვანძო მრეწველობის დარგების შემცირებით ან განადგურებით, რომელთა წარმატებასაც ემყარებოდა გერმანიის სამხედრო ძალა. ეს მოიცავს ყველა სამრეწველო ქარხნის და აღჭურვილობის განადგურებას რურის რეგიონში. აღნიშნული გეგმა პირველად შეიმუშავა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნმა ჰენრი მორგენთაუმ მემორანდუმში სახელწოდებით დანებების შემდგომი პროგრამა გერმანიისთვის. [1]
მიუხედავად იმისა, რომ მორგენთაუს გეგმას გარკვეული გავლენა ჰქონდა 1947 წლის 10 ივლისამდე (JCS 1779–ის მიღება) გერმანიის ოკუპაციის მოკავშირეთა დაგეგმვის შესახებ, საბოლოოდ იგი მაინც არ მიიღეს. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მიმართული იყო „ინდუსტრიული განიარაღებისკენ“, [2] მაგრამ იგი შეიცავდა უამრავ „ხარვეზს“. ნებისმიერი მოქმედება შემოიფარგლებოდა რა მოკლევადიანი სამხედრო ზომების მიღებით და ხელს უშლიდა მაღაროებისა და სამრეწველო ქარხნების ფართომასშტაბიან განადგურებას. [3] [4] 1947 წლიდან, აშშ-ის პოლიტიკა მიზნად ისახავდა „სტაბილური და პროდუქტიული გერმანიის“ აღდგენას, რასაც მალევე მოჰყვა მარშალის გეგმა. [3] [4]
მორგენთაუს მემორანდუმი
რედაქტირებაორიგინალ მემორანდუმს, რომელიც დაიწერა ჯერ კიდევ 1944 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, ხელი მოაწერა თავად მორგენთაუმ. ეს მემორანდუმი დასათაურებული იყო, როგორც „გერმანიის დანებების შემდგომი შემოთავაზებული პროგრამა“. დოკუმენტი დღეს დაცულია ფრანკლინ რუზველტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასა და მუზეუმში.[1] მორგენთაუს შვილის თქმით, შტატების სახაზინო დეპარტამენტის უფროსს ჰარი დექსტერ უაიტს დიდი გავლენა მიუძღვის მემორანდუმის შედგენაში.[5]
ძირითადი დებულებები შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს:
- გერმანიის დემილიტარიზაცია: ეს უნდა იყოს ალიანსის მთვარი მიზანი. მათ უნდა მოახდინონ გერმანიის სრული დემილიტარიზაცია, რითაც შეძლებენ შემდგომში თავიდან აიცილონ შესაძლო გერმანული აგრესია. ეს ნიშნავდა გერმანიის დატოვებას არმიის, ინფრასტრუქტურისა და მთლიანად საჯარისო ინდუსტრიის გარეშე.
- გერმანიის დანაწევრება:
ა. პოლონეთმა უნდა მიიღოს აღმოსავლეთ პრუსიის ნაწილი, რომელიც არ შევა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
ბ. საფრანგეთმა უნდა მიიღოს საარი და ტერიტორიები, რომლებიც ესაზღვრებიან მდინარე რაინსა და მოზელს.
გ. უნდა შეიქმნას საერთაშორისო ზონა, რომელშიც შევლენ რურისა და მიმდებარე ტერიტორიები.
დ. გერმანიის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიყოს ორ ნაწილად:
(1) სამხრეთ გერმანია, რომელშიც შევა ბავარია, ვიურტენბერგი, ბადენი და ზოგიერთი მცირე ტერიტორია.
(2) ჩრდილოეთ გერმანია, რომელიც გააერთიანებს ყოფილი პრუსიის დიდ ნაწილს, საქსონიას, თიურინგიასა და ზოგიერთ მცირე ტერიტორიებს.
- რურის რეგიონი: აქ არის გერმანიის მრეწველობის ცენტრი. ეს რეგიონი იმდენად უნდა იყოს დასუსტებული, რომ მომავალში ვეღარასდროს ვეღარ გახდეს ინდუსტრიის ცენტრი.
ა. უახლოესი 6 თვის განმავლობაში, ის ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა, რაც არ განადგურებულა ომის შედეგად, უნდა მთლიანად ჩამოიშალოს. ამ რეგიონის გასუფთავება უნდა წარიმართოს 3 ეტაპის მიხედვით:
I. სამხედრო ძალამ, რეგიონში შესვლისთანავე უნდა გაანადგუროს იმ ტიპის ინფრასტრუქტურა, რომლის აღებაც შეუძლებელი იქნება.
II. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების მიერ აღჭურვილობის ამოღება, როგორც ერთგვარი ზარალის ანაზღაურება.
III. ყველა ის აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რომელიც არ იქნება აღებული აღნიშნული ვადის განმავლობაში, განადგურდეს ან შემცირდეს გაერთიანებული ერების მიერ.
ბ. აღნიშნული რეგიონის ყველა მაცხოვრებელმა უნდა გაითავისოს ის, რომ ეს ტერიტორია ვეღარასდროს გახდება ინდუსტრიის ცენტრი. იმ ხალხს, ვისაც აქვს მრეწველობაში მუშაობის შესაბამისი უნარები, შესაძლოა დახმარება გაეწიოს სხვა ადგილას მიგრირებისა და იქ დამკვიდრებისათვის.
გ. რეგიონი უნდა იქცეს საერთაშორისო ზონად, რომელსაც გააკონტროლებენ გაერთიანებული ერების წარმომადგენელი ქვეყნები.
დ. ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა არ უნდა მოხდეს გადასახადების დაწესებით. ეს შეიძლება განხორციელდეს გერმანიის რესურსებისა და ტერიტორიების გადანაწილებით.
კვებეკის კონფერენცია (1944 წლის სექტემბერი)
რედაქტირებაკვებეკში ჩატარებული მეორე კონფერენცია იყო მაღალი დონის სამხედრო კონფერენცია, რომელიც გაიმართა 1944 წლის 12–16 სექტემბერს, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების მთავრობების, შესაბამისად უინსტონ ჩერჩილისა და ფრანკლინ დელანო რუზველტის თაოსნობით. ისინი შეთანხმდნენ უამრავ საკითხზე, გერმანიის გეგმის ჩათვლით, მორგენთაუს თავდაპირველ წინადადებაზე დაყრდნობით. ჩერჩილის მიერ შედგენილი მემორანდუმი ითვალისწინებდა რურსა და საარში გარკვეული მრეწველობის გაუქმებას... ისინი მოელოდნენ გერმანიის სასოფლო-სამეურნეო ქვეყნად გადაქცევას. ამასთან ერთად, ეს მემორანდუმი აღარ ითვალისწინებდა ქვეყნის რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაყოფის გეგმას. [6]
რუზველტი მხარს უჭერს გეგმას
რედაქტირებახაზინის მდივანმა ჰენრი ჯ. მორგენთაუ უმცროსმა რუზველტი დაარწმუნა წერილი მიეწერა სახელმწიფო მდივნისთვის კორდელ ჰალისთვის და ომის მდივან ჰენრი ლ. სტიმსონსთვის, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საოკუპაციო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა, გერმანიის იმგვარ აღდგენას, როგორც ეს მოხდა ნიდერლანდებსა ან ბელგიაში, ზედმეტად ლმობიერი იყო. უკეთესი ნაბიჯი იქნებოდა, თუ გერმანელებს „დღეში სამჯერ სუპით გამოკვებავდნენ არმიის სამზარეულოებიდან“, რაც „მათ მთელი ცხოვრების მანძილზე დაამახსოვრდებოდათ.“ [7] მორგენთაუ იყო მთავრობის კაბინეტის ერთადერთი წევრი, რომელიც მიიწვიეს კვებეკის კონფერენციაზე, რომლის დროსაც აღნიშნული გეგმა შეათანხმეს.
რუზველტის მოტივაცია, დათანხმებულიყო მორგენთაუს წინადადებაზე, შეიძლება მიეწეროს მის სურვილს იოსებ სტალინთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა. არსებობს ვარაუდი, რომ ის სტალინმა პირადად დარწმუნა, გერმანიას მკაცრად დასჯასთან დაკავშირებით. 1944 წლის 26 აგვისტოს ნიდერლანდების დედოფალ ვილჰელმინასადმი გაგზავნილ წერილში, რუზველტი წერდა, რომ „არსებობს აზროვნების ორი სკოლა, ისინი, ვინც ალტრუისტული იქნებოდნენ გერმანელებთან მიმართებაში, იმ იმედით, რომ სიკეთით ისინი ისევ ქრისტიანობას მოექცეოდნენ და ისინი, ვინც მკაცრი ზომების მიღებას გარდაუვლად მიიჩნევს. ყველაზე მეტად მე ვეკუთვნი ამ უკანასკნელ სკოლას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ სისხლისმსმელი, მინდა გერმანელებმა იცოდნენ, რომ ამჯერად მათ ნამდვილად წააგეს ომი.“[8]
ჩერჩილი გეგმის წინააღმდეგია
რედაქტირებაჩერჩილი არ იყო მიდრეკილი ამ წინადადების მხარდაჭერისკენ და ამბობდა: „ინგლისი მიჯაჭვული იქნება მიცვალებულთან“. რუზველტმა ჩერჩილს შეახსენა სტალინის კომენტარი თეირანის კონფერენციაზე და ჰკითხა
„აპირებთ თუ არა გერმანელებს მისცეთ უფლება აწარმოონ თანამედროვე მეტალის ავეჯი? ლითონის ავეჯის დამზადება სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს შეიარაღების წარმოებაში.[9]“
|
შეხვედრა ჩერჩილის უთანხმოებიდან გამომდინარე ჩაიშალა, მაგრამ რუზველტმა აღნიშნა, რომ მორგენთაუ და უაიტი გააგრძელებდნენ მსჯელობას ჩერჩილის პირად თანაშემწესთან ლორდ ჩერუელთან.
ლორდ ჩერუელს აღწერდნენ როგორც: „ნაცისტური გერმანიის პათოლოგიურ მოძულეს, რომლისთვისაც შურისძიების შუასაუკუნეობრივი სურვილი მისი ხასიათის ნაწილი იყო“. [10] როგორც წევრები ციტირებენ, მორგენთაუმ თქვა
„მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ რამდენად სასარგებლო იყო ლორდ ჩერუელი, რადგან მას შეეძლო მოეცა რჩევები იმის შესახებ თუ როგორ შეიძლებოდა ჩერჩილთან მოპყრობა. [11]“
|
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩერუელმა შეძლო დაერწმუნებინა ჩერჩილი, რომ ამ უკანასკნელს შეეცვალა აზრი. მოგვიანებით ჩერჩილმა თქვა, რომ
„ამ იდეის თავიდან ბოლომდე წინააღმდეგი ვარ, მაგრამ პრეზიდენტი და ბატონი მორგენთაუ, რომელთაც ჩვენ ბევრი შეგვიძლია დავეკითხოთ, ისე დაჟინებით აცხადებენ თავის იდეებს, რომ საბოლოოდ ჩვენ შევთანხმდით აღნიშნულის განხილვაზე[12]“
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Beschloss, Michael R (2002), The Conquerors: Roosevelt, Truman and the Destruction of Hitler's Germany, 1941–1945, New York: Simon & Shuster, ISBN 9780684810270, OCLC 50315054
- Blum, John Morton (1967), From the Morgenthau Diaries: Years of War, 1941–1945, Boston
- Dietrich, John. The Morgenthau Plan: Soviet Influence on American Postwar Policy. Algora. ISBN 9781892941909.
- Gareau, Frederick H, Morgenthau's Plan for Industrial Disarmament in Germany
- Greiner, Bernd (1995). Die Morgenthau-Legende: Zur Geschichte eines umstrittenen Planes. ISBN 9783930908073.
- Hull, Cordell (1948), Memories
- Lewkowicz, Nicolas, The German Question and the International Order, 1943-1948 Basingstoke and New York, Palgrave Macmillan, 2010. ISBN 9780230248120
- Petrov, Vladimir (1967), Money and Conquest; Allied Occupation Currencies in World War II, Baltimore: Johns Hopkins Press
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Morgenthau, Henry. (1944)Suggested Post-Surrender Program for Germany [The original memorandum from 1944, signed by Morgenthau (text and facsimile)]. Box 31, Folder Germany: Jan.-Sept. 1944 (i297). Franklin D. Roosevelt Presidential Library and Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 May 2013.
- Preparatory memorandum for the Quebec conference დაარქივებული 2021-02-25 საიტზე Wayback Machine.
- Joint Chiefs of Staff Directive 1067 JCS 1067/6 of 28 April 1945 (The final version, JCS 1067/8 of 10 May 1945, contained an amendment allowing the production of synthetic rubber and oil, aluminum, and magnesium to meet the needs of the occupying forces, where the previous version had ordered the complete destruction of such industries.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 The text, and a facsimile image, can be viewed online.Morgenthau, Henry. (1944)Suggested Post-Surrender Program for Germany [The original memorandum from 1944, signed by Morgenthau (text and facsimile)]. Box 31, Folder Germany: Jan.-Sept. 1944 (i297). Franklin D. Roosevelt Presidential Library and Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 May 2013. ციტატა: „Demilitarization of Germany: It should be the aim of the Allied Forces to accomplish the complete demilitarization of Germany in the shortest possible period of time after surrender. This means completely disarming the German Army and people (including the removal or destruction of all war material), the total destruction of the whole German armament industry, and the removal or destruction of other key industries which are basic to military strength.“
- ↑ Gareau 1961.
- ↑ 3.0 3.1 Beschloss.
- ↑ 4.0 4.1 Greiner 1995.
- ↑ Dietrich 2002.
- ↑ United States Government Printing Office, Report on the Morgenthau Diaries prepared by the Subcommittee of the Senate Committee of the Judiciary appointed to investigate the Administration of the McCarran Internal Security Act and other Internal Security Laws, (Washington, 1967) volume 1, pp. 620–21
- ↑ Hull 1948.
- ↑ The Roosevelt Letters, volume III: 1928–1945, London, 1952.
- ↑ Memorandum by Harry Dexter White for the Secretary of the Treasury, September 25, 1944, Memorandum by the Deputy Directory of the Office of European Affairs for the Secretary of State, September 20, 1944.
- ↑ John W. Wheeler-Bennett and Anthony Nicholls, "The Semblance of Peace" (London: 1972), p. 179.
- ↑ Blum 1967.
- ↑ Churchill, "The Tide of Victory" (London: 1954), pp. 138–39.