მონ-სენის უღელტეხილი
მონ-სენის უღელტეხილი (ფრანგ. Col du Mont-Cenis) — უღელტეხილი გრაისა და კოტის ალპებში, საფრანგეთში. სიმაღლე 2083 მ. ერთმანეთთან აკავშირებს სავოიის დეპარტამენტს (საფრანგეთი) ტურინის პროვინციასთან (იტალია). ნაპოლეონ ბონაპარტის პერიოდში 1803-1810 წლებში უღელტეხილის გავლით გაიხსნა გზა. 1857 წელს გაჭრეს რკინიგზის ხაზი — მონ-სენის სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეა 12,2 კმ. გადასასვლელის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1974 მ სიმაღლეზე მდებარეობს ხელოვნური ტბა — მონ-სენი.
მონ-სენის უღელტეხილი | |
---|---|
მონ-სენის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 45°12′23″ ჩ. გ. 6°57′28″ ა. გ. / 45.20639° ჩ. გ. 6.95778° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
სიმაღლე | 2083 მ |
ქედი | გრაის ალპები კოტის ალპები |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მონ-სენის უღელტეხილი – ინფორმაცია დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- მონ-სენის უღელტეხილი – ინფორმაცია (ფრანგული)