მონ-ველანი
მონ-ველანი (ფრანგ. Mont Vélan) — მთა პენინის ალპებში, შვეიცარია-იტალიის საზღვარზე. 3 727 მ სიმაღლით იგი უმაღლესი მწვერვალია, რომელიც აღმართულია დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილსა და გრან-კომბენის მთას შორის. მის ჩრდილოეთ კალთაზე გაწოლილია ორი დიდი მყინვარი. მონ-ველანი მდებარეობს ბურ-სენ-პიერის მუნიციპალიტეტის სამხრეთით, ვალეს კანტონში და აოსტის ხეობაში მდებარე ეტრუბლის კომუნის ჩრდილოეთით. ამავე მასივზე, ძირითადი მწვერვალის ჩრდილოეთით აღმართულია მცირე მწვერვალი პეტი-ველანი (ფრანგ. პატარა ველანი).
მონ-ველანი | |
---|---|
მონ-ველანის ხედი გრან-კომბენიდან | |
კოორდინატები: 45°53′35″ ჩ. გ. 7°10′03″ ა. გ. / 45.89306° ჩ. გ. 7.16750° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია იტალია |
სიმაღლე | 3727 მ |
პირველი ასვლა | 31 აგვისტო, 1779 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: