მონღოლეთის მუსიკა
მონღოლეთის მუსიკა - მონღოლეთის მუსიკალური ტრადიცია. მუსიკა მონღოლეთის კულტურის განუყოფელი ნაწილია. მონღოლეთის უნიკალურ წვლილს მსოფლიო მუსიკალურ კულტურაში შეადგენენ "გრძელი სიმღერები", ზედტონური სიმღერა და მორინ ხუური, ცხენთავიანი ვიოლინოს მსგავსი საკრავი. მონღოლეთის მუსიკა ასევე მდიდარია ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთს წვლილით, მათ შორისაა ოირატები, ჰოტოგოიდები, ტუვანები, დარჰადები, ბურიატები, ცაატანები, დარიგანგები, უზემჩინები, ბარგები, ყაზახები და ქალჰები. გარდა ტრადიციული მუსიკისა, დასავლური კლასიკური მუსიკა და ბალეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის დროს. მონღოლეთში თანამედროვე მუსიკის ყველაზე პოპულარულ ფორმებს შორისაა დასავლეთის პოპი და როკი, ასევე ხალხური მუსიკის შთაგონებული მონღოლური მუსიკა.
ტრადიციული მუსიკა
რედაქტირებაყელით სიმღერა
რედაქტირებამონღოლეთის სიმღერის ტრადიციული ტექნიკაა ზედტონუტი ანუ ყელით სიმღერა, მონღოლურ ენაში ცნობილია როგორც höömij (ყელი). ის ასევე გვხვდება ზოგადად შუა აზიის რეგიონში და აზიის სხვა ხალხების მუსიკაში. ამ ტიპის სიმღერა უფრო ინსტრუმენტის ტიპად არის მიჩნეული [1] დაარქივებული 2023-02-03 საიტზე Wayback Machine. . ის გულისხმობს სუნთქვის სხვადასხვა მეთოდს, ყელით ერთდროულად ორი განსხვავებული ტონის ბგერის წარმოქმნას - ჟღერადი და ყეუ ბგერის. ხმა გულმკერდის არეში ჩაკეტილი სუნთქვის შედეგია. არსებობს ყელით სიმღერის რამდენიმე ტექნიკა.
"გრძელი სიმღერა"
რედაქტირება"გრძელი სიმღერა " (Urtyin duu [2]) მონღოლური მუსიკის ერთ-ერთი მთავარი ფორმატია. მისი ყველაზე გამორჩეული თვისებაა ტექსტის თითოეული მარცვლის მაქსიმალური გაწელვაწ; ოთხწუთიანი სიმღერა შეიძლება მხოლოდ ათი სიტყვისგან შედგებოდეს [3] დაარქივებული 2020-02-26 საიტზე Wayback Machine. . მისთვის დახასიათებელია ნელი ტემპი, ფართო ინტერვალები და არა ფიქსირებული რიტმი. რაც უფრო მდიდარი და გრძელია მომღერლის მიერ გაწელილი ბგერა, მით უფრო ფასეულობს მომღერალი. ლირიკული თემები განსხვავდება: ფილოსოფიური, რელიგიური, რომანტიკული ან სადღესასწაულო, ტექსტებში ხშირაბ გვხვდება ცხენების სიმბოლო. გრძელი სიმღერისთვის აღმოსავლეთ მონღოლები, როგორც წესი, იყენებენ მორინ ხურს (ცხენთავიან ვიოლინოს) ან ხალხურ ფლეიტას. დასავლეთი მონღოლები ხშირად ინსტრუმენტებს არ იყენებენ. ცნობილია, რომ XVI საუკუნეში მონღოლური მუსიკა პოპულარული იყო ჩინეთის სამეფო კარზე.
თანამედროვე მუსიკა
რედაქტირებამონღოლეთის დედაქალაქში არსებობს მონღოლეთის გარეთ ფაქტობრივად უცნობი მუსიკალური ინდუსტრია. ეს თანამედროვე მუსიკა სხვადასხვა სახის პოპულარული მუსიკის ჟანრების ნაზავი. იგი ხშირად იყოფა პოპად, როკად, ჰიპ ჰოპად და ალტერნატიულ მუსიკად (შედგება ალტერნატიული როკისა და ჰევი მეტალისგან). პოპ-ინდუსტრიაში შედის ბიჭების ჯგუფები, როგორიცაა "Camerton", "Nomin Talst" და "Motive"; გოგონების ჯგუფები, როგორებიცაა "SweetYmotion", "Kiwi", "3 ohio" და "Lipstick" და სოლო შემსრულებლები, მაგ. D, Sarantuya, სერჩმაა, დელგემორონი, Bold, BX და Ariunaa. ზოგიერთმა შემსრულებელმა პოპულარობა მონღოლეთის გარეთაც მოიპოვა, მაგ. რუსეთის პოპ-ვარსკლავი ამარქუ ბორქუ. მონღოლეთში პოპულარია ასევე ხალხური მოტივების შერწყმა პოპ-მუსიკასთან, ხალხურია მათი ტექსტებიც - ხშირი თემებია ცხენების და მშობლების ქება.
ჰიპ ჰოპმა და რეპმა მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა მონღოლეთში. 1990-იანი წლების დასაწყისიდან მონღოლმა თინეიჯერებმა და ახალგაზრდებმა ჩამოაყალიბეს სამიდან ოცდაათი წევრისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებმაც დაიწყეს ეროვნულ ტურნირებში მონაწილეობის მიღება. ეს იყო მონღოლეთის ჰიპ ჰოპის მოძრაობის დასაწყისი. სიმღერების ძირითადი თემები სოცუალური პრობლემები, პროტესტის გამოხატვა და ფილოსოფია იყო, უფრო მსუბუქი თემები რეპერების შემდგომმა თაობებმა შემოიტანეს. სოლო რეპერების უმეტესობამ მონღოლურ ჰიპ ჰოპ სცენაზე წარმატებას ვერ მიაღწია. მიუხედავად ამის, მონღოლ-შვედმა რეპერმა ბუტულგა მუნქბაიარმა წარმატებას შვედეთში მიაღწია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Marsh, Peter, Mongolia Sings its Own Song, Mongoluls.net
- Marsh, Peter, Mongolian Rock and Pop Book: Mongolia Sings its Own Song. 1999. Press Institute of Mongolia/UNDP Mongolia Communications Office. ISBN 99929-5-018-8
წყაროები
რედაქტირება- http://www.face-music.ch/instrum/mongolia_instrum.html
- https://legendtour.ru/eng/mongolia/informations/mongolian_music.shtml დაარქივებული 2023-02-03 საიტზე Wayback Machine.
- http://www.mongolia.co.uk/music.html#player1?catid=0&trackid=0 დაარქივებული 2020-02-26 საიტზე Wayback Machine.
- http://www.face-music.ch/instrum/mongolia_instrum.html
- http://factsanddetails.com/china/cat5/sub88/entry-4593.html#chapter-10 დაარქივებული 2021-03-02 საიტზე Wayback Machine.