მონტე-კარლოს ავტორბოლა

მონტე-კარლოს ავტორბოლა (ფრანგ. Rallye Automobile Monte Carlo) — ავტორბოლა, რომელიც მოაწყო მონაკოს საავტომობილო კლუბმა (რომელიც აგრეთვე ორგანიზებას უწევს ფორმულა-1-ის მონაკოს გრან-პრის). ეტაპი მიმდინარეობს ფრანგული რივიერას გასწვრივ, მონაკოს სამთავროსა და საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში. 1911 წელს მთავარ ალბერ I-ის მიერ ავტორბოლის შექმნის დღიდან ეს რთული ეტაპი ითვლება მანქანათმშენებლობის ინოვაციების პოლიგონად. ამ რალიში გამარჯვებას ავტომწარმოებლისთვის დიდებია და პატივი მოაქვს. 1973 წლიდან 2008 წლამდე მონტე-კარლოს ავტორბოლა იყო რალის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპი. 2009 წლიდან შედის Internacional Rally Chalenge-ის (IRC) კალენდარში.

მარკუს გრონჰოლმი მონტე-კარლოს ავტორბოლაზე 2004 წელს

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება