ვილჰემ ალბრეხტ ფონ მონტენუოვო

(გადამისამართდა გვერდიდან მონტენუოვო, ვილჰემ ალბრეხტ ფონ)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფიურსტი ვილჰემ ალბრეხტ ფონ მონტენუოვო (გერმ.: Wilhelm Albrecht Fürst von Montenuovo) (დ. 9 აგვისტო 1821, პარმა, იტალია — გ. 7 აპრილი 1895, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი გენერალი.

ვილჰემ ალბრეხტ ფონ მონტენუოვო

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვილჰელმ ალბრეხტი გრაფ ადამ ალბერტ ფონ ნეიპერგისა და მისი მეუღლის ერცჰერცოგინია მარი-ლუიზ ავსტრიელის (ნაპოლეონ ბონაპარტის ყოფილი მეუღლე) ვაჟი იყო. მას უბოძეს მონტენუოვოს (გერმ.: ნოიბერგი) გრაფის ტიტული. 1838 წელს შევიდა ავსტრიის არმიის რიგებში. 1848 წელს თავი გამოიჩინა იტალიისა და უნგრეთის წინააღმდეგ ომში. 1854 წელს მიენიჭა ფელდმარშალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. 1860 წელს დაინიშნა ტრანსილვანიის სამხედრო კომენდანტად. 1866 წელს იგივე ტანამდებობაზე გადაყვანილ იქნა ბოჰემიაში. 1878 წელს იგი პენსიაში გავიდა. 1874 წელს ვილჰელმ ალბრეხტ ფონ მონტენუოვო მემკვიდრეობით ფიურსტის რანგში იქნა აყვანილი.