მონტანიზმი — ადრეული ქრისტიანული რელიგიური მიმდინარეობა (170 წ.) ფრიგიაში. მის მამამთავრად მიჩნეულია მღვდელი მონტანი. მისი მიმდევრები მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ქადაგებდნენ და ელოდებოდნენ ქრისტეს მხსნელ თანასწრებას, რის შედეგადაც ზეციური იერუსალემი უნდა დაშვებულიყო ფრიგიაში[1]. მნიშვნელოვანია, რომ მონტანისტები თავს ღმრთისგან შთაგონებულებად მიიჩნევდნენ. ამის დეკლამაციას კი ახდენდნენ წინასწარმეტყველებების გადმოცემით, რასაც ექსტაზით აღწევდნენ. რელიგიური გაერთიანების მიმდევრებს შორის იყვნენ ცნობილი პიროვნებებიც: ტერტულიანე, წინასწარმეტყველი ქალები: პრისცილა და მაქსიმილა. საკმაოდ კარგად სტრუქტურიზებულმა რელიგიურმა მიმდინარეობამ მე-5 საუკუნემდე იარსება.

  1. „მონტანიზმი“ - პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4

გარე ბმულები

რედაქტირება