კვინტუს სეპტიმუს ფლორენს ტერტულიანე (ლათ. Quintus Septimius Florens Tertullianus; დ. 160, კართაგენი, — გ. 225, იქვე) — ქრისტიანი ღვთისმეტყველი და მწერალი. მიიღო იურიდიული და რიტორიკული განათლება. 195 წელს ეზიარა ქრისტეს სჯულს და დაბრუნდა კართაგენში. ბოლოს ეკლესიას გაემიჯნა. ვარაუდობენ, რომ ცხოვრების უკანასკნელ წლებში დააარსა „ტერტულიანისტების“ განსაკუთრებული სექტა.

ფაილი:Tertullian 2.jpg

ტერტულიანე ცოდნას უპირისპირებდა რწმენას. გამოთქმა „მწამს, რადგან აბსურდია“, რომელიც ტრადიციულად ტერტულიანეს მიეწერება, მის შრომებში არ გვხვდება.

ტერტულიანემ შემოიღო მრავალი მნიშვნელოვანი თეოლოგიური ტერმინი.

ლიტერატურა რედაქტირება