მონრეალის დეკლარაცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მონრეალის დეკლარაცია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების შესახებ (ინგლ. Declaration of Montreal on Lesbian, Gay, Bisexual, and Transgender Human Rights) — ლგბტ ადამიანების უფლებათა საერთაშორისო კონფერენციის მიერ 2006 წლის 29 ივლისს მონრეალში მიღებული დოკუმენტი. მასში წარმოდგენილია ლგბტ და ინტექსექსუალი ადამიანების ის უფლებები, რომლებიც დეკლარაციის მიმღებთა აზრით, საყოველთაოდ უნდა იყოს გარანტირებული. დეკლარაცია მოიცავს ადამიანის უფლებების ყველა ასპექტს, დაწყებული ფუნდამენტური თავისუფლებებიდან, დამთავრებული ლგბტ ადამიანების ჯანმრთელობის, განათლებისა და იმიგრაციის წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღკვეთით. დეკლარაციაში ასევე წარმოდგენილია ის საკითხები, რომლებიც ხელს უშლიან ლგბტ და ინტერსექსუალი ადამიანების უფლებების გლობალურ მხარდაჭერას.

მარტინა ნავრატილოვა და მარკ ტევკსბერი კითხულობენ დეკლარაიას მონრეალში, World Outgames-ის კონფერენციის გახსნის ცერემონიალზე.

კონფერენციის მიზანი იყო ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კონფერენცია გაიმართა World Outgame-ის ღონისძიების წინ და მას მთელი მსოფლიოდან თითქმის 2000 დელეგატი და 600-მდე სიტყვით გამომსვლელი დაესწრო, რაც მსოფლიოში ლგბტ უფლებებთან დაკავშირებული უდიდესი კონფერენცია იყო.[1] კონფერენციაში მრავალმა საერთაშორისო ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, იურისტებმა, აკადემიკოსებმა, საეკლესიო ლიდერებმა და ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა.[2] მათ შორის იყო ჯოუკ სვიბელი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რომელიც დეკლარაციის მთავარ შემდგენელთა შორის იყო..[3][4]:87 დელეგატებმა ერთხმად მიიღეს დეკლარაცია.[2]

კონფერენციის მთავარ სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ:[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Vallée, Pierre (2006-07-15). „La Conférence veut laisser son empreinte: La Déclaration de Montréal fera état des griefs et revendications de la communauté internationale des LGBT“. Le devoir, 1910– (Montréal) (Cahier F): F6 – წარმოდგენილია BAnQ Numérique-ის მიერ.
  2. 2.0 2.1 Gay Games Montreal seen as 1st Class World Success. A2Mediagroup.com (2006-08-08). ციტირების თარიღი: 2007-01-28
  3. Drs. J. (Joke) Swiebel Dutch. Parlementair Documentatie Centrum (2020). ციტირების თარიღი: 5 June 2022
  4. Harvey, Jean; Horne, John; Safai, Parissa (2013) Sport and Social Movements: From the Local to the Global. London: Bloomsbury Publishing. ISBN 978-1-78093-557-7. 
  5. International Conference on LGBT Human Rights, and the First World Outgames. More Light Presbyterians (2006-08-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-20. ციტირების თარიღი: 2007-01-29