მონოციტები (monocyti) — უმარცვლო ლეიკოციტების (აგრანულოციტების) ყველაზე მსხვილი ფორმა. შეად­გენენ ყველა ლეიკოციტის საერთო რიცხვის 6-8%-ს. ბირთვი ლობიოსებრი, ნალისებრი ან წილაკოვანი ფორმისაა. ციტოპლაზმა სუსტად ბაზოფილურია, ნაცრისფერი გადაკრავს ანდა კვამლისფერია, ბირთვი სხვადასხვა ფორმისაა. ქსოვილებში გადასვლისას დიფერენცირდება მაკროფაგებად.

მონოციტები, ერითროციტების გარემოცვაში.

ტერმინი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებისგან — μονος (ერთი) და κύτος (უჯრედი), ის პირველად გამოიყენეს არტურ პაპენჰეიმმა და ადოლფო ფერატამ 1910 წელს, კვლევაში ნორმალური და პათოლოგიური სისხლის ლიმფოიდური ღეროვანი უჯრედების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება