მომხმარებლის განხილვა:Zangala/არქივი 1
აქ ინახება Zangala-ს განხილვის არქივი (17/03/05 - 24/12/05).
გერმანული გვერდები
რედაქტირებაგამარჯობა!
ჯერჯერობით ჩვენი ძალები არასაკმარისია იმისათვის, რომ მუშაობა რამდენიმე ფრონტზე გავშალოთ (გვატემალა და მისთანანი ცოტა მოგვიანებით გავაკეთოთ). მე ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტური იქნება ჩვენი მუშაობა, თუ მიზანმიმართულად რამდენიმე თემას განვავითარებთ. დღეს რამდენიმე გვერდი ჩავწერე ვიკიპედიაში, მათ შორის არის გერმანია, გერმანელები, ცნობილი გერმანელები, გერმანიის პრეზიდენტები, გერმანიის კანცლერები. მინდა შემოგთავაზო, რომ ამ ეტაპზე გერმანულ თემას მივხედოთ. მე მგონი ამის წინააღმდეგი არ იქნები.
თუ ეს წინადადება მისაღებია, შეხედულებისამებრ შეავსე ზემოთაღნიშნული გვერდები (შეიძლება ზედმეტია რამე ან აკლია ინფორმაცია, განსაკუთრებით ცნობილ პირებთან დაკავშირებით), შემდეგ კი მათზე განთავსებულ ცარიელ ბმულებზე იმუშავე. ეს დიდი საქმეა, ამიტომ მეც დაგეხმარები. იმედი მაქვს ამ ღვაწლს არც საქართველო დაგ(ვ)იკარგავს და არც გერმანია.
პატივისცემით
ავთანდილი.
გამარჯობა!
უკაცრავად, რომ ასე გვიან გპასუხობთ. სამწუხაროდ, ჩემი საქმიანობა და ვალდებულებანი არ მაძლევენ საშუალებას, რეგულარულად ვიმუშაო ვიკიპედიაში.
თქვენი თხოვნის შესაბამისად, უკვე წავშალე სამივე სტატია: ვირსალაძე ანასტასია, ა.ვირსალაძე და ვირსალაძე ა.
მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობთ ვიკიპედიასთან. ამ პროექტმა (ქართულმა ვარიანტმა) სულ რამდენიმე თვის წინ აიდგა ფეხი და სასიხარულოა, რომ ამდენი მსურველი იღებს მონაწილეობას. იმედია, ეს რიცხვი გაიზრდება.
წარმატებებს გისურვებთ,
სოფო
რამდენიმე შენიშვნა სტატიების სათაურებთან დაკავშირებით:
ჩვეულებრივი ენციკლოპედიებისაგან განსხვავებით, ვიკიპედიაში პიროვნებათა შესახებ სტატიების სათაურები უნდა იყოს შემდეგი ფორმით: ჯერ სახელი, მერე გვარი, მძიმის გარეშე და არა გვარი, მძიმე, სახელი. ვინაიდან ვიკიპედია ორგანიზებულია ძიების პრინციპით და არა ანბანური მიმდევრობით.
სხვა ტიპის სტატიებს რაც შეეხება, მათი სათაურები უნდა იყოს აბსოლუტურად ზუსტი, ისევე როგორც ნებისმიერ ენციკლოპედიაში. საწინააღმდეგო შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის ძიება რთულდება. მაგალითად, "შიდა ქართლის მხარის" ნაცვლად ჯობია დაიწეროს "შიდა ქართლი".
ვინაიდან გიორგი II არის სამი სხვადასხვა პიროვნება, ამ შემთხვევაში უნდა შეიქმნას სტატია "გიორგი II" და ამ სტატიაში უნდა იყოს მოცემული განმარტებები, რომლებიც თავიდან აგვაცილებს ორაზროვნებას. ეს წუთია, შევასწორე და შეგიძლიათ იხილოთ. თუმცა შემდგომი შესწორება დასჭირდება (ანუ თარგის შექმნა მსგავსი ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად). ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებ.
ვეცდები, უფრო ხშირად გამოვჩნდე ხოლმე.
პატივისცემით,
სოფო
მძიმეების გამოყენების შესახებ
რედაქტირებაგამარჯობა, ცანგალა!
სამწუხაროდ, ვერ გავიგე, რომელი გვერდი გაქვთ მხედველობაში. იქნებ განმიმარტოთ უფრო დეტალურად. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიკიპედიის წესების მიხედვით, მძიმე არ გამოიყენება. ვეცდები, ვიპოვო გვერდი ინგლისურ ვიკიპედიაში ამ წესების შესახებ და გამოგიგზავნოთ ბმული.
პატივისცემით,
სოფო
გვერდების სახელების შესახებ
რედაქტირებაგამარჯობა, ცანგალა,
ეს-ესაა ვუპასუხე ვიკიპედიის თანამშრომლისა და სტატიის "გვერდების სახელები" ავტორის წერილს. ასლს თქვენც გიგზავნით. პატივისცემით,
სოფო
გამარჯობა, ავთანდილ,
გმადლობთ წერილისა და შენიშვნებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად ყველაფერში მართალი ბრძანდებით, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რის განხილვასაც ვისურვებდი თქვენთან: შიდა ქართლის მხარეს და სხვა მსგავს სტატიებს რაც შეეხება, შენიშვნა მიღებულია. ამის შეცვლა იოლი საქმეა.
მინდა სხვა, უფრო "პრობლემატურ" საკითხებზე გესაუბროთ:
რაც შეეხება მძიმის გამოყენებას, წარმომიდგენია, რომ "აკრძალული" არ არის, უბრალოდ ნათელია, რომ სხვა ვიკიპედიებში არსებობს კონსენსუსი მისი არგამოყენების შესახებ. იგივე შეიძლება ითქვას ჯერ გვარისა და მერე სახელის ჩაწერის თაობაზე. გადავათვალიერე ვიკიპედიები სხვა ენებზე (მინიმუმ 12 სხვადასხვა ვიკიპედია მაინც გავხსენი, მათ შორის სხვადასხვა ლინგვისტური ოჯახების წარმომადგენელ ენებზე), ესპერანტოს ჩათვლით და ერთადერთი, სადაც მძიმის გამოყენება დავაფიქსირე, რუსული ვიკიპედიაა. უბრალოდ, მე პირადად ვერ ვხედავ მიზეზს საიმისოდ, რომ მაინცდამაინც რუსული ვარიანტის მაგალითს მივყვეთ და არა ყველა დანარჩენისას.
ამით იმისი თქმა არ მინდა, რომ სტატიების ანბანზე დალაგების წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, ვიკიპედიას არა აქვს იმისი აუცილებლობა, რომ პიროვნებათა შესახებ არსებული სტატიები მხოლოდ გვარების მიხედვით დალაგდეს. როდესაც ჩვეულებრივი ენციკლოპედია გვიჭირავს ხელში, სხვა გზა არ არის. მაგრამ ვიკიპედიაში ანბანის მიხედვით არ ვეძიებთ პიროვნებებს. ამითი იმის თქმა მინდა, რომ ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებას, რომლიც თანახმადაც პირველი სიტყვის ანუ პირველი სახელის პირველი ასოს მიხედვითაა დალაგებული სტატიები. სწორედაც უცხოური გვარების გამო: როდესაც ესპანელს ჰქვია ფედერიკო გარსია ლორკა, ტრადიციულად ასო “გ”-ზე ხდება სტატიის განთავსება. მაგრამ როდესაც პორტუგალიელს ჰქვია ჟოზე კარდოზო პირესი, ასო “კ”-ზე განთავსება შეცდომაა იმიტომ, რომ პორტუგალიაში, ესპანურენოვანი ქვეყნებისაგან განსხვავებით, მეორე გვარი ითვლება უფრო მნიშვნელოვნად და არა პირველი. როდესაც ეგვიპტელს ჰქვია გამალ აბდელ ნასერი, მაშინ რა უნდა ვქნათ? რომელია აქ გვარი და რომელი სახელი? ამიტომ მიმაჩნია, რომ სტატიის სათაური უნდა იყოს პიროვნების სრული, ოფიციალური სახელი და გვარი და ანბანურ სიაში უნდა იყოს დალაგებული პირველი სიტყვის პირველი ასოს მიხედვით: ფედერიკო გარსია ლორკა “ფ”-ზე, ჟოზე კარდოზო პირესი “ჟ”-ზე და გამალ აბდელ ნასერი “გ”-ზე. ვიცი, რომ ეს ტრადიციას ეწინააღმდეგება, მაგრამ ელექტრონული ენციკლოპედიის შემთხვევაში აზრიანი და ტექნიკურად შესაძლებელია იმისათვის, რათა ყველა ეროვნების პიროვნებაზე ერთი და იგივე წესი გავრცელდეს და როცა გრძელ სიასთან გვაქვს საქმე, ვიცოდეთ, რა პრინციპით ვეძიოთ. ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ პორტუგალიურ ვიკიპედიას უკეთესად აქვს ეს პრობლემა მოგვარებული. ეს რაც შეეხება სიების სექციებს.
ხოლო რაც შეეხება სტატიების ძიებას, იქ უკვე მეორეხარისხოვანი ხდება ის, თუ რომელი ასოს მიხედვითაა ართულებს საქმეს.
აკაკი წერეთლის სტატიისათვის უკვე გავაკეთე გადამისამართება. შეიძლება იცით, როგორც კეთდება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის დავწერ განმარტებას: უნდა შეიქმნას ახალი სტატია, შიგნით ნამდვილი ტექსტის ნაცვლად უნდა დაიწეროს #REDIRECT (REDIRECT-ის შემდეგ ერთი ინტერვალი) და ბმული სტატიის ნამდვილი სახელით.
იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ვქმნით სტატიას გიორგი წერეთლის შესახებ, მაშინ უნდა მივმართოთ არაორაზროვნების თავიდან ასაცილებელ გვერდს. უნდა შევიდეთ გვერდში “წერეთელი”, დავაჭიროთ რედაქტირებას და ჩავწეროთ:
{{არაორაზროვნება}} * [[აკაკი წერეთელი]], განმარტება ორიოდე სიტყვით. * [[გიორგი წერეთელი]], განმარტება ორიოდე სიტყვით.
მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ ვიკიპედიაში გვერდზე: გიორგი II. ამ გვერდს “არაორაზროვნება” პირობითად დავარქვი. თუ ვიკიპედიის თანამშრომლებს უკეთესი წინადადებები ექნებათ, შეცვლა ყოველთვის შეიძლება.
ბოდიშს ვიხდი, თუ ისედაც გასაგებ და ელემენტარულ საკითხებს გიხსნით. უბრალოდ, არა მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ბრძანდებით გარკვეული ამ ტექნიკურ საკითხებში. მე, პირადად, თავიდანვე უფრო კონცეპტუალური ნაწილით ვიყავი დაკავებული და ტექნიკურ საკითხებზე სამუშაოდ და ამ განმარტებების დასაწერადაც სხვა ადმინისტრატორის კონსულტაცია მჭირდება.
იმედი მაქვს, თქვენს შეკითხვებს ვუპასუხე. მზად ვარ შემდგომი საუბრებისა და თანამშრომლობისათვის. ასევე შენიშვნების მისაღებადაც.
პატივისცემით,
სოფიო
წასაშლელი გვერდები
რედაქტირებაგამარჯობა, ცანგალა!
გიგზავნით მოკლე ინფორმაციას წასაშლელი გვერდების შესახებ: ცოტა ხნის წინ შევქმენი ახალი თარგი წასაშლელი გვერდებისათვის. თუ მიგაჩნიათ, რომ ესა თუ ის სტატია წასაშლელია, შეგიძლიათ შეხვიდეთ რედაქტირებაში, ჩაწეროთ ტექსტის დასაწყისში
{{წასაშლელი}}
და შეინახოთ გვერდი. ამის შემდეგ ამ სტატიის დასაწყისში გამოჩნდება ტექსტი:
"ეს სტატია შეფასებულია, როგორც წასაშლელი
თუ არა ხართ თანახმა მის წაშლაზე, თუ შეიძლება, განმარტეთ მიზეზი სტატიის განსახილველ გვერდზე.
ადმინისტრატორების საყურადღებოდ: სანამ წაშლით სტატიას, არ დაგავიწყდეთ, შეამოწმოთ თუ არსებობს ბმულები ამ გვერდისაკენ და გვერდის ისტორია".
ხოლო ამ თარგით "მონიშნული" სტატია გამოჩნდება წასაშლელი გვერდების სიაში, რომლის გახსნაც შეიძლება მთავარი გვერდიდანვე: სექციაში "სტატიების წერისას" - "წასაშლელი გვერდები". ამ ბმულს გადავყავართ სათანადო კატეგორიაში.
ეს თარგი უკვე შეგიძლიათ იხილოთ თარგების სახელთა სივრცეში.
პატივისცემით,
სოფო
ბმულების შესახებ. მნიშვნელოვანია
რედაქტირებაგამარჯობა, ცანგალა!
ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ვიკიპედიის ესთეტიკასა და არა მარტო ესთეტიკასთან დაკავშირებით:
როდესაც ბმულს ქმნით არასახელობით ბრუნვაში ჩასმულ სიტყვაზე, მაგალითად, "გერმანიაში", ნუ ჩასვამთ მხოლოდ სიტყვის ნაწილს "გერმანია" კვადრატულ ფრჩხილებში და ნუ დატოვებთ დანარჩენს გარეთ. ამის ნაცვლად უნდა გაკეთდეს შემდეგნაირად:
გაიხსნას ორმაგი კვადრატული ფრჩხილი, დაიწეროს სიტყვა მხოლობით რიცხვში ანუ ისე, როგორც მისი შესაბამისი სტატიის სათაურია, შემდეგ ვერტიკალური ხაზი - აი, ეს: | - შემდეგ სიტყვა იმ ფორმით, როგორც ეს მოცემულ ტექსტშია ("გერმანიაში", "გერმანიასა" ან სხვა) და დაიხუროს კვადრატული ფრჩხილი.
ეს არა მხოლოდ ესთეტიკის გამოა მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომაც, რომ, მაგალითად, როდესაც გვჭირდება ფორმა "გერმანიის" ან "გერმანიისა", ბმულისათვის საჭირო სახელობითი ბრუნვის ფორმა აღარც არის მთლიანად მოცემული და მაშინ რაღა უნდა ჩავწეროთ ფრჩხილებში? ასეთ შემთხვევაშიც უნდა დაიწეროს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ:
[[გერმანია|გერმანიის]]
სხვა ვიკიპედიებში ეს, შესაძლოა, არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ იმ პროგრამულ ვერსიაში, რომელიც ქართულ ვიკიპედიაშია გამოყენებული, კვადრატულ ფრჩხილებს გარეთ დატოვებული სიტყვის ნაწილი ბმულის გარეთ რჩება და ერთგვაროვნებისა და ესთეტიკის სახელით ეს ჯობია ავიცილოთ თავიდან.
პატივისცემით,
Sopho 00:45, 19 აპრ 2005 (UTC)
Wiktionary
რედაქტირებაHi, ცანგალა. I'm writing you to let you know about the start of the Wiktionary (maybe soon baptized as ვიკსიკონი? What's your opinion?) project. The Wiktionary has the purpose of documenting all the Georgian words as well as foreign words and thus provide us with a multi-lingual dictionary (check the English Wiktionary for more information). The project is still virtually empty and I would need the help of native Georgian speakers to get it up and running. Cheers, Malafaya 13:03, 30 აპრ 2005 (UTC)
Wiktionary (II)
რედაქტირებაHi, Zangala. I already asked this to Island but the more the better, so I would like to ask you a big favour when you have the opportunity. I'm starting some layout stuff at the Wiktionary. I have to translate the languages names into Georgian. I already did some I know. There are still some I don't know. In this page are the ISO 639-1 codes for languages. If you would be kind enough to go to the შობა article, click on the თარგი: links that still appear and fill them in with the appropriate language translation in Georgian (just click on them and you will be editing), I'd be really appreciated. Put double square brackets around them to make them a link (check wikt:თარგი:ka for an example). შობა is being used as the example for other articles. If you have any suggestion at all, please leave me a note on my talk page. დიდი მადლობა!
--Malafaya 18:27, 7 მაი 2005 (UTC)
მოგესალმებით
რედაქტირებაცანგალა, მოგესალმებით. მადლობა გამოხმაურებისათვის. ერთი კვირა საქართველოში კი არა, სამწუხაროდ სხვაგან ვიყავი. ძალიან გამიხარდა, რომ ვნახე, ვიკიპედია ამ ცოტა ხანში მართლაც დიდად გაზრდილა. გილოცავთ ყველას, რომ სტატიების რაოდენობამ 2000-ს მიაღწია! –– Island 11:08, 22 ივნ 2005 (UTC)
"ენდრიუ" თუ "ენდრუ"?
რედაქტირებამოგესალმებით.
მე რომ გადავიტანე სტატია "ჯექსონი, ენდრუ" "ჯექსონი, ენდრიუ"-ს სათაურზე, აქ ორი მიზეზი იყო. ჯერ ერთი, აშშ-ს პრეზიდენტების გვერდზე იყო "ჯექსონი, ენდრიუ". ამიტომ ვიფიქრე, რომელიმე ერთი ვარიანტი უნდა იყოს არჩეული-მეთქი. შენდეგ ინტერნეტში, კერძოდ Google-ში შევამოწმე, ინგლისური სახელი Andrew უფრო "ენდრუ"-დ იწერება თუ "ენდრიუ"-დ.
აქ აღმოჩნდა, რომ ბევრია "ენდრიუ"-ს ნიმუშები ინტერნეტში ([1]), მაგრამ არც ერთი "ენდრუ"-ს ნიმუში არ იყო ([2]). ასე საბოლოოდ ვამჯობინე "ენდრიუ".
მაგრამ ეს აუცილებელი დასკვნა არ არის. შეიძლებოდა REDIRECT გამეკეთებინა. თუ სტატიას თავდაპირველ სათაურს დაუბრუნებთ, მე არ ვიქნები წინააღმდეგი და მაშინ REDIRECT-ით ჯობია მოვაგვაროთ. –– Island 9 ივლისი 2005 12:01 (UTC)
სალამი Zangala-ს და Islands-ს.
- სწორი ფორმაა ”ენდრიუ”, ამიტომ უნდა დარჩეს ჯექსონი, ენდრიუ. რაც შეეხება მეორე ფორმას ჯექსონი, ენდრუ, ის არის მცდარი ფორმა, ამიტომ უნდა წაიშალოს. გთხოვთ არასწორ სათაურებზე გადამისამართებებს ნუ გააკეთებთ.
- მე მგონი ფორმები ”ჯორჯი V”, ”დავითი IV” და მისთანანი არასწორია. საკუთარ სახელს თუ ახლავს გვარი ან სხვა მსაზღვრელი (მეტსახელი, ეპითეტი, რიგითი ნომერი), ეს სახელი უნდა დაიწეროს -ი დაბოლოების გარეშე. შეგხვედრიათ სადმე ასეთი რამ: ”ჯორჯი ვაშინგტონი”, ”თამარი მეფე” ან ”დავითი აღმაშენებელი”. ალბათ არა. სხვა საკითხია ”გიორგი” - აქ ბოლოკიდური -ი ფუძის შემადგენელია და არა ბრუნვის ნიშანი.
ავთანდილ 06:37, 11 ივლისი 2005 (UTC)
Hi. Sorry for writing in English, but i don't speek Georgian. I am from the greek Wikipedia and ia am writing an article about the words used for "Greece" in various languages. I am looking for the etymology of the georgian word (საბერძნეთი). I think it is pronounced Saberdzneṭi. I posted the same mesage in ვიკიპედია განხილვა:საზოგადოების გვერდები (i don't know if it the right place for questions like this but i didn;t find an embasy for the georgian wikipedia) but noone seemed to notice. So I post it also to you hoping you could tell me where i should ask such a question. I posted the same to Bpg hoping because you 2 seem to be active at this moment. Thanks. Mik
3000
რედაქტირებამე-3000 სტატიის ავტორი შენ ხარ, ამიტომ მაღარიჩი შენზეა! ავთანდილ 12:52, 16 სექტემბერი 2005 (UTC)
Avtandil
რედაქტირებაDear Zangala, I'm truly sorry to hear about Avtadil's death. He sure was a good impulse for the Georgian Wikipedia. Regarding the notice, I just followed the main Wikimedia guidelines when I removed it which doesn't mean we can't have such notices but the Main Page is not the appropriate place. I agree with the obituary notice but it should be placed somewhere like a News section (the left menu link საზოგადოების გვერდები had that purpose). Anyway, I'm not a policeman :). If there is a consense among other Wikipedians, then just leave it there on the Main Page. Again sorry for having it removed and I hope to have helped with this post, Malafaya 13:06, 28 სექტემბერი 2005 (UTC)
Proposal for Adminship
რედაქტირებაHi again, Zangala. As unfortunately Avtandil Abuladze is no longer with us, currently we have 3 administrators at KA. That is Island, Sopho and me. Sopho and me are currently not very active so we wouldn't count as real administrators. Therefore I would like to propose you for administrator. As of July, you are the user with most contributions in the articles namespace and I can confirm myself you are a very active user. Are you interested in the job?
Currently, there's no "Requests/Proposals for adminship" page in the Georgian Wikipedia. So I'll suggest it here in your own discussion page. Other people's comments are welcome.
Malafaya 13:49, 28 სექტემბერი 2005 (UTC)
- Hi, Zangala, Malafaya and everyone. I agree with Malafaya about the administratorship of Zangala. That is good idea. Zangala, please accept the proposal. By the way, I strongly wish Sopho to come back!
- As for the obituary notice, let us keep it on the main page for ten days and then move it to the personal page of Avtandil, if no one is against it. --
Island 15:37, 28 სექტემბერი 2005 (UTC)
Hello, Zangala! Obviously, I agree with the idea of you becoming an administrator. During all this time you have been a very active user and without any doubt, Georgian Wikipedia needs an administrator like you. I hope you'll accept the proposal.
Though I don't have possibility to be an active administrator, I'll try my best to continue contributing to the Wikipedia and - needless to say - you can count on me in case you have doubts or questions (as far as I can help).
Sopho 23:15, 1 ოქტომბერი 2005 (UTC)
გერმანული გვარები
რედაქტირებაგამარჯობა ცანგალა
1. რუსები წერენ არა ГЕРИНГ-ს არამედ ГЁРИНГ-ს. ხოლო Ё არის იო. ე. ი. გიორინგი. ახლა შენ თვითონ განსაჯე რომელია რუსულის გავლენა?
არ წერენ ეგრე... არამედ წერენ "გერინგს". იხილია რუსული ვიკიპედია - "Герман Вильгельм Геринг (нем. Hermann Wilhelm Göring) (рейхсмаршал, главнокомандующий военно-воздушными силами Германии)"
2. რაც შეეხება "ö" უმლაუტს გერმანულში იგი გამოითქმის არა როგორც "ოე" არამედ როგორც "ჲო" ანუ "იო" ცოტა რბილი აქცენტით. თუ რატომ ტრანსფორმირდება "ö" არაგერმანულ ენებში, ანო ენებში რომლებსაც ეს ასო არ აქვთ, "oe" ამაზე მისი წარმოშობა მეტყველებს. ö-შ არქაული ვარიანტია "œ" და რაკი ხშირად ხელნაწერით გადაწერის დროს "e"-ს "o"-თავზე წერდნენ დროთა განმავლობაში იგი ორწერტილად გადაიქცა და მივიღეთ "ö".
თანამედროვე გერმანულში მიღებულია უმლაუტების ä,ö,ü -ს შეცვალ ae, oe, ue-თი. ასეთი ფორმით იხმარება უმლაუტები ინტერნეტ დომენების სახელებში... ან თუნდაც როცა გვარები ან სახელები სხვა ენაზე გადაყავთ. მაგ. ფირმა "ვიურთი" - Adolf Würth GmbH & Co. KG-დ ინეტრენეტ-საიტია www.wuerth.de. იგივიეა ფირმა "შრიოდერის" - Schröder IT & TK Consultants -ის შემთხვევაში, ანუ www.schoeder.de.
პატივისცემით გიორგი მარუაშვილი
პ.ს. ბრაუზერმა დამიწერა საიტის მოცულობამ 44 KB -ს გადააჭარბა და შეიძლება პრობლემები იყოსო და ამიტომაც ჩემი წინა პოსტები წავშალე.
გერმანული გვარები - 2
რედაქტირებაგამარჯობა ცანგალა
თუ როგორ წერს "Schröder"-ს "საქ. რესპულიკის" ონლეინ გამოცემა ალბათ ნაკლებად სარწმუნო წყაროა. მივაქცევ შენ ყურადღებას ერთ გარემოებას. ქართულ ვიკიპედიის გვერდზე "გერმანია" გვარი "Schröder" 2 სხვადასხვა ფორმითაა მოხსენებული: 1) მთავრობის მეთაური - ფედერალური კანცლერი გერჰარდ შრიოდერი (Gerhard SCHROEDER, 1998) და 2) პრემიერ-მინისტრი გერჰარდ შროდერი. ასევე ბუნდესპრეზიდნეტი Horst Köhler მოხსენებულია როგორც "ჰორსტ კოლერი"
ასევე ცნობილი გერმანელები-ში არის გვარები: ბიომი, ფიოლერი, გრიონემაიერი... Böhm, Völler, Grönemeyer
რატომღაც "ö" უმლაუტის "ე"-დ თარგმნის ფაქტი არ გვხდება.
აქვე მინდა გთხოვო და თუ ხელი მიგიწვდება გადაამოწმო როგორ იქნება ქართულად შემდეგი გერმანული ქალაქები: Köln, Göttingen. Mönchengladbach, Görlitz, Königsberg, Lörrach, Römerstein, Wölfersheim, Völklingen....
პატივისცემით Giorgi Maruaschwili 12:19, 5 ოქტომბერი 2005 (UTC)
ყავახანა
რედაქტირებაძვირფასო ვიკიპედიელებო!
მთავარ გვერდზე, სექციაში "ვიკი-საზოგადოება" გვაქვს ყავახანა. კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ მას იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ყველას ეხება. ამგვარად არ იქნება საჭირო დებატების მოწყობა მომხმარებლების პერსონალურ განხილვის გვერდებზე. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს (კონკრეტული ადრესატის გარეშე), ან კონსულტაცია სჭირდება, ან რაიმე პრობლემის განხილვა, განცხადების გაკეთება და ა.შ., ყავახანაში შეიძლება ახალი თემის დამატება და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია იქვე გასცეს პასუხი ან გააკეთოს კომენტარი. პერსონალური შეტყობინებებისთვის, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ისევ მომხმარებელთა განხილვის გვერდები გამოვიყენოთ. დღეს ერთი საკამათო საკითხის შესახებ უკვე გავაკეთე კომენტარი ყავახანაში და მოხარული ვიქნები, თუ თქვენს აზრს გამოთქვამთ. აგრეთვე კარგი იქნება, თუ ხშირად შეიხედავთ ყავახანაში.
პატივისცემით,
Sopho 13:49, 5 ოქტომბერი 2005 (UTC)
სინდისი კარგი საქონელია, მაგრამ ცოტა დეფიციტური
რედაქტირებამეც დღეს შევამჩნიე ეს სტატია. რას იზამ, ვისაც რა უნდა, ის შეაქვს. ვაჟა-ფშაველაზეც კი არ არის ჯერ სტატია ვიკიპედიაში, მაგრამ ზოგიერთი, ეტყობა, თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე წერს სტატიებს.
"უვარგისი" სტატიების თარგს ვამზადებთ მე და ჩვენი კოლეგა მალაფაია და ცოტა ხანში მოგახსენებთ, რისთვისაა საჭირო. რამდენიმე უვარგისი და ვიკიპედიისთვის მიუღებელი სტატია უკვე აღმოვაჩინე.
პატივისცემით,
Sopho 20:24, 8 ოქტომბერი 2005 (UTC)
Entschuldigung... :)
Sopho 20:45, 8 ოქტომბერი 2005 (UTC)
კი, ცოტ-ცოტას ვახერხებ.
Sopho 21:03, 8 ოქტომბერი 2005 (UTC)
Congratulations!
რედაქტირებაZangala, you are now an administrator! It took some time because Wikimedia had some problems with the upgrading module but here you are. I wish you a good work in your new role. Welcome! Malafaya 23:57, 8 ოქტომბერი 2005 (UTC)
მოლოცვა, მადლობა და შეკითხვა
რედაქტირებაცანგალა, გილოცავთ ადმინისტრატორობას და წარმატებებს გისურვებთ!
დიდი მადლობა სისტემური შეტყობინებების თარგმანისთვის. Malafaya-მ მომაწოდა. რაღაცეები შევცვალე და უკვე შევიყვანე.
ერთი შეკითხვა: ვაჟა-ფშაველას ძმაზე რომ გვაქვს სტატია, "ბაჩანა", პირდაპირ ასეა სათაური და ასე უნდა იყოს ნამდვილად თუ "ბაჩანა რაზიკაშვილი" ჯობია?
პატივისცემით,
Sopho 03:21, 9 ოქტომბერი 2005 (UTC)
bachana
რედაქტირებაZangala gulitadad gilocav gaadministratorebas,shen amas didi khania imsakhurebdi.apsus shampanuri ar maqvs...ara ushavs dges gamit davlev sheni carmatebis sadgegrzelos.Bachana 9 oct 2005 GMT 4:31
მოლოცვა
რედაქტირებაადმინისტრატორობას გილოცავთ! -- Island 05:45, 9 ოქტომბერი 2005 (UTC)
გვერდის გადატანა, წაშლა
რედაქტირებამოგესალმებით.
თქვენ, როგორც ადმინისტრატორს, ეკრანზე ზემოთ უნდა გქონდეთ "წაშლა", სადაც "რედაქტირება", "ისტორია", "გადატანა" და ა.შ. ჩანს. თუ იქ "წაშლა" არ არის, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ვიკიპედიის სისტემაში რაღაც პრობლემებია, როგორც Malafaya-მ ზემოთ დაწერა, და თქვენი სტატუსი ჯერ ვერ შეუცვლიათ.
როგორც ჩანს, თქვენ გვერდი "ტაბიძე, გალაკტიონ" შექმენით და შიგ პირდაპირ დაწერეთ გადამისამართება. ეს ამ შემთხვევაში არ არის სწორი. უნდა გაკეთდეს ასე: ჯერ "გალაკტიონ ტაბიძე"-ის გვერდიდან "გადატანა"-ს დააჭერთ და ახალ სათაურს მისცემთ. ამ გზით, არსებული შინაარსი ახალი სათაურის გვერდზე მოთავსდება და მერე ძველი სათაურის გვერდს, სადაც მხოლოდ წერია #REDIRECT [[...]], წაშლით.
ძველი გვერდის წაშლა ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რომ სხვა გვერდებიდან ძველ გვერზე არსებული ბმულები უმისამართოდ არ დარჩეს. წაშლის წინ "სადაა მითითებული ეს გვერდი"-თი უნდა შეამოწმოთ. პატივისცემით. -- Island 11:13, 13 ოქტომბერი 2005 (UTC)
- არაფერს. მაშინ, ჯერ წაშალეთ გვერდი ტაბიძე, გალაკტიონ, სადაც მხოლოდ გადამისამართება წერია. ამ სათაურის გვერდი თუ არსებობს, "გალაკტიონ ტაბიძე"-საგან ამ სათაურზე გადატანა ვერ გაკეთდება. -- Island 11:38, 13 ოქტომბერი 2005 (UTC)
- უკაცრავად, ეს შენიშვნა თურმე არ იყო საჭირო. -- Island 11:43, 13 ოქტომბერი 2005 (UTC)
დიახ, სავსებით სწორად გააკეთეთ გადატანა და ახლა უნდა წაშალოთ ძველი სათაურის გვერდი, რომელზეც მხოლოდ ისრის ნიშანი, "REDIRECT" და ახალი სათაურია. როგორც ჩანს, არც ერთ გვერდს აქვს ბმული ამ ძველი სათაურის გვერდზე ("სადაა მითითებული ეს გვერდი"-ს დააჭერთ და ნახავთ შედეგს "No pages link to here"). ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ წასალოთ! -- Island 12:09, 13 ოქტომბერი 2005 (UTC)
წაშლილი გვერდის აღდგენა
რედაქტირებასტატია თორა აღდგენილია. მეც არ ვიცოდი, წაშლილი გვერდი როგორ უნდა აღმედგინა და ინგლისურ ვიკიპედიაში ვისწავლე. მაგალითად, ქვანახშირი-ის გვერდზე, რომელიც უკვე წაშლილია, წაიკითხავთ შეტყობინებას "View or restore one deleted edit?". თურმე აქედან კითდება აღდგენა.
თქვენ უნდა წაგეშალათ არა ახალი სათაურის გვერდი, არამედ ძველი სათაურის გვერდი, რომელზეც წერია მხოლოდ გადამისამართება. -- Island 19:05, 19 ოქტომბერი 2005 (UTC)
საზღვაო ძალების გასწორებისთვის გმადლობთ Bachana 22:39, 6 ნოემბერი 2005 (UTC)
ჯეიმზი და არა ჯეიმზი
რედაქტირებაგამარჯობა ცანგალა. "James" ქართულად არის "ჯეიმზი" და არა "ჯეიმზი". მაგალითისათვის იხილე "es"-ზე დაბოლოებული სახელები და გვარები: ბილ გეითსი - Bill Gates, რობერტ მაილსი - Robert Miles, მაილს დეივისი - Miles Davis, ნორა ჯოუნსი - Nora Jones, რედ ნეილსი - Red "Rusty" Nales და სხვა. ასე რომ თუ დაბრუნდება სტატია სათაურზე "მედისონი, ჯეიმზ" და "მედისონი, ჯეიმზ" წაიშლება მართებული იქნება. გიორგი მარუაშვილი 18:09, 28 ნოემბერი 2005 (UTC)
- ვერ დაგეთანხმები. ჩარლზი მართალია გამოითქმის როგორც ჩარლზი, მაგრამ James - ჯეიმზია. არ ვიცი ეგ უცხო სახელთა ლექსიკონი რატომ წერს ეგრე მაგრამ დღევანდელ ქართულში არავინ, ვიმეორებ არავინ არ ხმარობს "ჯეიმზს". James გერმანულად და რუსულადაც - როგორც ჯეიმზი ისე გამოითქმის. ჩემი თხოვნა იქნება თუ შეგიძლია დატოვო "მედისონი, ჯეიმზ" როგოც მტავარი სტატია და "მედისონ, ჯეიმზს" გაუკეთო რედირექტება. გიორგი მარუაშვილი 21:43, 28 ნოემბერი 2005 (UTC)
ცანგალა, მესმის შენ რასაც ამბობ. მაგრამ მიუხედავა ქართული ენის კონსერვატიული ხასიათისა იგი მაიც ცოცხალი ენაა და როგორც ყველა ცოცხალი ენა იცის განიცდის ცვლილებას. მართალია ნაკლები ტემპით ვიდრე სხვა ენები, მაგრამ მაინც იცვლება. მით უმეტეს დღევანდელ გლობალიზაციის პერიოდში. რაც შეეხება ინგლისელ დედას, მის დროს რომ ინგლისურს ლაპარაკობდენ ის ინგლისური დღეს არ იხმარება. ისევე როგორც 100 ან 50 წლის წინანდელი ქართული განსხვავდება დღევანდელისაგან. და ინგლისელი დედის ყოლა სულაც არ ნიშნავს იმას რომ ამ ადამიანმა საუკეთესოდ იცის ინგლისური. საქართველოში მრავლადაა ადამიანი რომლებიც ინგლისელბს არ დაუდებენ ტოლს ენის ცოდნაში.
მხედველობაში მისაღებია ამერიკული ინგლისურის განვითარებაც. მიუხედავად იმისა რომ ორივე ქვეყანაში ოფიციალური ენა ინგლისურია, აშშ-ში ამერიკული ინგლისური მიღებულია, ბრიტანეთში კი იგი შეცდომაა. აშშ-ში ფართოდაა გავრცელებული "s" დაბოლოებების "z" გადაკეთება და ეს იქ შეცდომად არ ითვლება, არსებობს სახელები Jamez, Jonez და სხვა. movies გადადის moviez და ა.შ. როცა ეს საკუთარ სახელს ეხება ინგლისელებიც იძულებულები არიან ისეთი ფორმით იხმარონ როგორიც ორიგინალია. ამიტომაც ქართულში იხმარება ის ფორმა რაც დღესაა მირებული, ჩვენც დღევანდელ ვიკიპედიას ვწერთ და ამიტომ ის უნდა ვიხმაროთ რასაც დღევანდელი მომხმარებელი გაიგებს.
რომ გადახედო ილიასდროინდელ და თუნდაც 20 საუკუნის დასაწყისის ქართულ ენას მაშინ ოფიციალურად იხმარებოდა "ანგლია", "პოლშა", ბატონის" ნაცვლად მიარტავდნენ "უფალი"-თ და რავი კიედ რა არა... დღეს ვინ ხმარობა ამას? არის თუ არა ეს დღეს მიუღებელი? მაშინდელ დროს კი ზუსტად ის ხალხი ხმარობდა ამ სიტყვებს რომლებმას დედაენა დაწერეს და ქართველებს წერა კითხვა ასწავლეს.... ასე რომ ძალიან ნუ ჩამოვეკიდებით მაგ უცხო სახელთა განმარტებით ლექსიკონს. ჩემი თხოვნა იქნება რაც შეიძლება მოქნილი იყოს ვიკიპედია. დავწეროთ ისე როგორც დღესაა მირებული, თუ ხვალ ახალი თაობა ამას სეცდომად ჩათვლის თვითოვნე გადაასწორებს. ასე რომ რაიმე სამუდამოდ ვარგისი არ იქმნება ვიკიპედიაში. გიორგი მარუაშვილი 22:26, 28 ნოემბერი 2005 (UTC)
- აქ არის გამოკითხვის შედეგი. მაინტერესებს როგორ შეაფასებ ამას? ჯეიმზი თუ ჯეიმზი? (გამოკითხვა)
დამიკავშირდით
რედაქტირებაგამარჯობა, გთხოვთ დამიკავშირდეთ, ელფოსტა წავშალე და მისამართი არ შემინახავს.
GioMac giomac@gmail.com
პეტრე I
რედაქტირებაგთხოვ თავი დაანებო ჩემს მიერ შექმნილ გვერდებს. თუ ძალიან გინდა შექმენი ალტერნატიული გვერდი. გიორგი მარუაშვილი 19:25, 24 დეკემბერი 2005 (UTC)