გამარჯობა.--ცანგალა () 18:43, 19 აპრილი 2011 (UTC) გამარჯობათ. სწორედ ის აღვნიშნე, რომ "ბეთელჰეიზე" არ ჯდება არანაირ სალიტერატურო ნორმაში. ეს დასახელება მიღებულია რიგი შეცდომების წყალობით. ამ ვარსკვლავის საყოველთაოდ გავრცელებული დასახელებაა ლათინური Betelgeuze. ლათინურ ენაში ეს დასახელება შევიდა არაბული ენიდან ("ად ალ ჯაუზა" - დან) .რუსულში Betelgeuze გახდა Бетельгейзе. მერე, როგორც ჩანს, ქართველებმა ჩათვალეს, რომ ეს რუსული г არის "ჰ" და და თარგმნეს ყოველგვარი მეცნიერული საფუძვლის გარეშე "ბეთელჰეიზედ". ამოსავალი ვარსკვლევის დასახელებაში, ამ შემთხვევაში, არის ლათინური. ლათინურად ამ ვარსკვლავს ქვია Betelgeuze. ქართული სალიტერატურო ნორმების თანახმად("თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმები", პირველი კრებული, თბილისი, 1986), ლათინური G ქართულში გადმოიცემა როგორც "გ"(გვ. 44) და არა "ჰ". რაც შეეხება დიფთონგ "eu"-ს გადმოცემას. ეს დიფთონგი ქართულში გადმოიცემა როგორც "ევ" (neuralgia-ნევრალგია, Europa-ევროპა), სხვა შემთხვევები ითვლება გამონაკლისად.(neutral-ნეიტრალური) ანაც შეცდომად. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ, რომ "eu" დიფთონგი თანხმოვნებს შორის ზის, მგონია, რომ მისი გამოთქმა "ეი"-დ უფრო გამართლებულია. (ასევე გამოითქმის ლათინურში. თუ მკაცრად გავატარებთ სალიტერატურო ნორმებს, მაშინ გვექნება "ბეთელგევზე". შეიძლება ტრადიციას გავუწიოთ ანგარიში და წარმოვთქვათ "ბეთელგეიზე", მაგრამ "ბეთელ-ჰ-ეიზე" არ იქნება არც ერთ შემთხვევაში!პასუხი