ცვლილებები შევიტანე ნოვაკ ჯოკოვიჩის მშობლების წარმომავლობასთან დაკავშირებით. აქ განთავსებული ინფორმაცია, რომ მამა მონტენეგროელია და დედა ხორვატი, დეზინფორმაციაა (რომელსაც ხორვატები ავრცელებენ) და ამაზე არაერთი განმარტებაა გაკეთებული. შესაბამისად, სათანადო შესწორებებიც შევიტანე და ამოვიღე წინადადება "ნოვაკი თავს სერბად მიიჩნევს", რადგან ის თავს სერბად კი არ მიიჩნევს უბრალოდ, ის სერბია ეროვნებითაც და მოქალაქეობითაც. ნოვაკის ბაბუა (მამის მხრიდან) მონტენეგროშია დაბადებული, მაგრამ ეროვნებით სერბულ ოჯახში. დედა შერეული სერბულ–ხორვატული ოჯახიდანაა.