Wefxvi
სიმართლე გითხრათ ეს სიმბოლოები ვერაფერს მეუბნება... მაგალითად არწივი, სხვადასხვა სახის ვარსკვლავი და ასევე სხვადასხვა სახის გეომეტრიულ-გრაფიკული ნახაზები სხვადასხა კულტურებსა და ერებში სხვადასხვა სიმბოლური დანიშნულებისაა და ვიღაც კონკრეტულმა შარლატანმა ,,მასონმა თუ რა დატვირთვა მისცა ამა თუ იმ გეომეტრიულ ფიგურებს ეს უკვე მისი პირადი ფანტაზიის ნაყოფია... და ასევე ყველა სხვა სიმბოლოებიც! სიმბოლოების სტანდარტული ახსნა არ არსებობს!!! ყველა თავისებურად აღმერთებს სხვადასხვა სიმბოლოს... არ ჯობია ყველაფერს თავისი თანამედროვე სახელი დავარქვათ? რას ვაფეტიშებთ და რას ვამისტიკებთ ამ ისტორიას? მეც შემიძლია მაგალითად როგორც გავლენიანმა, წარმატებულმა და მდიდარმა ბიზნესმენნმა საწერი კალამი გავაფეტიშო, შევქმნა მისგან სხვადასხვა გრაფიკულ-გეომეტრიული სიმბოლოები, მივაბა მას რამე ისტორიული იდეოლოგია ან რელიგია, მედია საშუალებები გავუკეთო ამ ყველაფერს პროპაგანდა, მოვუწოდო ხალხს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ლეგენდაც გამოცხობილია... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე რაღაც ზებუნებრივ, მისტიკურ და/ან ჭეშმარიტ ცოდნას ვფლობ რადგან ეს ,,ლეგენდა“ მხოლოდ ჩემი, როგორც მოკვდავი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი იქნება... ეს მთელი ისტორია მაგონებს პირველყოფილ ადამიანს რომელსაც ელვა-ჭექაქუხილის ახსნა არ შეეძლოთ და ამას ზებუნებრივ ძალებს მიაწერდნენ... და კიდევ... რა გაერთიანებაც არ უნდა არსებობდეს ამ ,,მასონების სახით იგი თავისი მნიშვნელობით ვერ გასცილდება მაგალითად ჩვეულებრივ რაღაც კლუბს ან კიდევ რაღაც პროფესიულ გაერთიანებას... მათი გეომეტრიულ-გრაფიკული სიმბოლოები მართლა იმას არ ნიშნავს რომ რამე მისტიკურ და ზებუნებრივ ძალას ფლობენ... მიზნები კიდევ წერონ და თვითონვე იკითხონ, მასეთ ფანტასტიკურ და უტოპიურ მიზნებს მეც დავწერ და რეკლამასაც გავუკეთებ, მაგრამ მერე რა? ეს ხომ მართლა იმას არ ნიშნავს რომ მე ზებუნებრივ ძალას ვფლობ... ინფორმაციაც და სტატიებიც მასონების შესახებ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია... იმდენად რომ მოკლედ უკვე აბსურდამდე მიდის! მაგალითად რა ლოგიკური კავშირი აქვთ ერთმანეთთან ქრისტეშობამდე არსებულ ქვის მთლელებს, შუასაუკუნეების ტამპლიერებსა და თანამედროვე საერთაშორისო მასონებს? და ერთი ვერ გავიგე კიდევ: პრაქტიკაში და რეალობაში ეს მასონური გაერთიანება თავისუფალ ქვისმთლელთა პროფკავშირული გაერთიანებაა, მებრძოლ ტამპლიერ-რაინდთა რელიგიური სექტა თუ ამბიციური ეკონომიკურ-პოლიტიკური ფიგურების საერთაშორისო ბლოკი?
რა იდეურ-რელიგიური და ამავე დროს ასეთი მტკიცე კავშირი აქვთ ერთმანეთთან ქრისტეშობამდე არსებულ ებრაელ თავისუფალ ქვისმთლელ-კალატოზებს და ევროპელ ჯვაროსან რაინდებს??? (სად ებრაელი კალატოზი და სად ევროპელი ,,სამურაი“) მიპასუხებს ვინმე?
ჯერ წერენ რომ ეს ტამპლიერები ქრისტეს საიდუმლოების ერთგული დამცველები არიანო... მერე კი სატანას ეთაყვანებიანო... სად არის ლოგიკა? აქ ხომ არ ხდება მცნებების აღრევა? ვინ ვინ არის და რა იდეების მატარებელი ორგანიზაციებია? მასონებს ეძახიან ქრისტეშობამდე არსებულ ებრაელ თავისუფალ ქვისმთლელ კალატოზებსაც, შუასაუკუნეების ევროპელ ჯვაროსან რაიდებსაც და თანამედროვე მსოფლიოს წარმატებულ და ძლიერ პოლიტიკოსებს და ეკონომისტებსაც... მოკლედ მთელი ამ მასონების ისტორიულ ჯაჭვში ლოგიკური ჯაჭვი ძალიან მოიკოჭლებს... ამ ლოგიკურ ჯაჭვს ძალიან ბევრი რგოლი აკლია... ძალიან ბევრი წყვეტილია მათ მისტიკურ ისტორიაში რაც ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას წარმოშობს... მოკლედ აქ მოყვანილი არგუმენტები საკმაოდ უსუსურია... ევროპელ მეფეებს რა ჰქონდათ ტამპლიერების სამათხოვრო? შეეძლოთ ერთ ღამეში დაეჭირათ ეს რაინდები და თავის ქონებიანად ყურებით დაეკიდათ... წესით რაინდები ვალდებულნი იყვნენ ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის ნაალაფები, ნაყაჩაღარ-ნაძარცვი პირწმინდად მიერთმიათ მეფისთვის... მოკლედ ეს ლეგენდაა და მეტი არაფერი!