Nutsa zdorovtsovi
შემოერთების თარიღი: 14 ნოემბერი 2018
ფლუგერი
ათენის ერთ-ერთ უბანში მდგარი ეს მოკრძალებული რვაწახნაგა კოშკურა შენობა ძვ.წ lს-შია აგებული. ამ სადა ნაგებობის ერთადერთი სამკაულია მის ზედა ნაწილში წახნაგებზე მოთავსებული რელიეფი. აქ რვა ქარის გამოსახულებაა მოცემული. სწორედ ამიტომ ჰქვია ამ ნაგებობას ”ქარების კოშკი“. მისი ერთ-ერთი ფუნქციაც ქართან იყო დაკავშირებული. ოდესღაც, მის თავზე ფლუგერი იდგა, რომლითაც ათენელები ქარის მიმართულებას განსაზღვრავდნენ. გარდა ამისა, კოშკის შიგნით მოთავსებული იყო წყლის საათი, ე.წ კლეპსიდრა. ამგვარად, ქარების კოშკი უძველესი მეტეოროლოგიური ძეგლია, რომლითაც ამინდს განსაზღვრავდნენ და დროსაც იგებდნენ.