როლანდ ( მიხო) ბორაშვილი - დაიბადა 1947 წლის 14 ოქტომბერს ქ. კასპში. ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პედაგოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

როლანდ ბორაშვილი ყველაზე ცნობილია მისი პატარაობის როლებიდან ისეთ კინოფილმებში როგორებიცაა: "მაგდანას ლურჯა" და "სხვისი შვილები".

დაამთავრა ქ. ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ტელერეჟისურის ფაკულტეტი 1979 წელს.

1969-2006წწ. მუშაობდა კომპანია "ქართულ ტელეფილმში" ჯერ კინორეჟისორის ასისტენტად, 1989 წლიდან - კინორეჟისორად; 2003 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობს მხატვრული კინოს რეჟისურის სახელოსნოს; უკავია ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ფანჯარა"(დოკუმენტური, 1980), "მერი"(დოკუმენტური, 1989), "საქართველოს ქრონიკები"(დოკუმენტური, 1991), "სიაუშ ქართველი"(დოკუმენტური, 1997), "ცარიელი სივრცე"(დოკუმენტური, 2001), "დედაოღვთისავ..."(დოკუმენტური, 2003), "მე ჯორჯ ბალანჩინი..."(დოკუმენტური, 2005)  და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "ფანჯარა"(დოკუმენტური, 1980), "მერი"(დოკუმენტური, 1989), "საქართველოს ქრონიკები"(დოკუმენტური, 1991), "ცარიელი სივრცე"(დოკუმენტური, 2001), "დედაოღვთისავ..."(დოკუმენტური, 2003), "მე ჯორჯ ბალანჩინი..."(დოკუმენტური, 2005) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "მაგდანას ლურჯა"(მიხო, 1955), "სხვისი შვილები"(გია, 1958), "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"(რომული, 1962), "Бэла"(Ru, 1966), "ღიმილის ბიჭები"(ბაადური, 1969)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, გამგეობის წევრი.
  • შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 2008 - ღირსების ორდენი
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, კინოხელოვნების დარგში [1]