ირმები (წიგნიდან "მონატრება)

სევერიან ჯუღელი.

მე ისევ შვედეთში ვარ. აქეთ ძალიან ცივა.ნამდვილი ჩრდილოეთია.ლაპლანდია აქედან ექვსას კილომეტრშია. ორი დღის წინ,მანქანით მივდიოდით.გზაზე ირმების ჯოგი იყო გადმოსული. მიუხედავად იმისა,რომ ერთ სერიოზულ შეხვედრაზე გვაგვიანდებოდა მაქანა გავაჩერებინე და გადმოვედი… საოცარი სიამოვნების გრძნობა დამეუფლა.ბუნების შვილი ვიყავი.სილამაზე მთელი სიგრძე სიგანით აღვიქვი.მესიამოვნა,რომ დედამიწაზე კიდევ შემორჩა ადგილები სადაც ველური ბუნება ხელუხლებელია…და უეცრად,საშინელი ამბავი გამახსენდა.თბილისის ზოოპარკში სიცივისა და შიმშილისაგან დაოსებული ირემი,როგორ მოკლა ვიღაცამ და ფეხი ააჭრა…მერე კი ხალხი ამბობდა,იმ ვირაცას მოშივდა და ამიტომ მოკლაო…მე იმ ვიღაცის საქციელს არ შეუშფოთებივარ,მე ჩემი ხალხის გულგრილობამ თუ მგლური ინსტიქტების გაღვიძებამ შემაძრწუნა.მე მაშინ იმ ირემში,ღვთისგან შექმნილი,დაუცველი თუ ადამიანებისათვის მგლებისაგან დასაცველი ქნილება დავინახე და გული მომოკვდა,როცა მივხდი ჩემს ქვეყანაში დიდიან პატარიანად ყველას მგლის ქმედებები სამაგალითოდ მიაჩნდათ.ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა.მაშინ ჯერ კიდევ საქართველოში ვცხოვრობდი.მაშინ პირველად მიქნა გულმა რეჩხი.მაშინ პირველად შემეშინდა,ჩემი ქვეყნის ბედის გამო.მაშინ პირველად მივხდი,მგლური კანონები ადვილად მოიკიდებდა ფეხს ქვეყანაში და ნორმად დამკვიდრდებოდა.ვიგრძენი,რომ სულ მალე არავის გაუკვირდებოდა არც პატარა ქართველი მათხოვრის როლში,არც უიმედოობისგან ატირებული მოხუცებული,არც ხელგაწვდილი ქართველი ინტილიგენტი და არც მუხლდაჩოქილი, ერთ დროს ამაყი ქართველები, ქვეყნის ვითომდა გადასარჩენად მოსული ,გადამთიელის წინაშე... უეცრად რაღაც საოცარი სურათის მოწმე გავხდი.დიდი ქორბუდა ირემი ჩემსკენ შემო-ტრიალდა.დიდრონი რქები და შერკინებისთვის მზადმყოფნი ამაყი თვალები,არანაირად არ ეწერებოდა იმ სურათში,რაც ქვეყანაში საერთო სიმშვიდის გამო იყო შექმნილი. ვიგძენი მისი თვალებიდან ჩემი წარსული და მომავალი,ამაყისაქართველო მიყურე- ებდა.რაღატომაც დიდი იმედი ჩამესახა გულში.მივხდი, რომ ჩემი ერი ყველა გამოცდას გაუძლებს,ყველა განსაცდელს გაივლის და ჩემს ტყეშიც მრავლად იქნება ლამაზი შველი თუ ირემი და თბილისიდან დასავლეთსში თუ აღმოსავლეთში გზაზე მიმავალს,ის ქორბუდა ირემი შემომეგებება, ჩემი... ადამიანიების არ შეეშინდება და სიამაყით სავსე ,თავს გაქცევას არც კი აკადრებს... ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა...

ო, მამაო ღმერთო ერსა გთხოვ,მიუტევე ყველა ცოდვა ჩემს დაჩოქილ ქართველებს, რამე თუ არ იციან რას ჩადიან...გემუდარები დაუბრუნე ძმას ძმის სიყვარული.ქართველ მანდილოსანს ,სამკვდრო სასიცოცხლო მრძოლა ,თავისი მანდილით შეეწყვიტოს...დაუბრუნე ახალგაზრდას მოხუცებულის პატივისცემა და ის დიდი მოკრძალება რომლითაც ყოველთვის გამოირჩევოდა ჩემი ქართველი ერი...

მე,მჯერა ჩემი ქვეყანის...

უმეო. ჩრდილოეთ შვედეთი.