სალომე პირველი

სალომე პირველი (დაბადების თარიღი 1982 წლის 04 ოქტომბერი) საქართველოს მოქალაქე, პროფესორი, თბილისის თავისუფალი აკადემიის რექტორი https://freeacademy.edu.ge/

განათლება

2000 - 2005 წლებში სალომე პირველი სწავლობდა ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მან წარჩინებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი - სამართლისმცოდნეობა და გახდა მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომირებული სპეციალისტი. 2000 - 2005 წლებში სალომე პირველი სწავლობდა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში „ფინანსები, კრედიტი და საბანკო საქმე“ - ზე და გახდა ეკონომისტი. 2013 - 2015 წლებში სალომე პირველი სწავლობდა ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სამეცნიერო წოდება

2015 წელს სალომე პირველს ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიენიჭა სამართლის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

პროფესიული გამოცდილება

2023 წლიდან დღემდე - რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი; 2022 წლიდან დღემდე - თბილისის თავისუფალი აკადემიის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი; 2022 წლიდან დღემდე - თბილისის თავისუფალი აკადემია - აფილირებული პროფესორი; 2021 წლიდან დღემდე - საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის (GILISC) - სამეურვეო საბჭოს წევრი; 2019 წლიდან დღემდე - "თბილისის თავისუფალი აკადემიი" რექტორი https://freeacademy.edu.ge/cms/ka/page/83 2019 წლიდან დღემდე - "თბილისის თავისუფალი აკადემიის" სენატის თავმჯდომარე; 2019 - 2019 უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯიას“ რექტორი; 2017 - 2022 თბილისის თავისუფალი აკადემია - აფილირებული ასოცირებული პროფესორი; 2012 - 2019 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის იურისტი.