აზერბაიჯანი-საინგილო

საინგილო(ისტორიული ჰერეთი)აზერბაიჯანის საუცხოვო კუთხეა, ულამაზესი და მომაჯადოვებელი ბუნებით. მას გვირგვინად კავკასიონის მთები ადგა. ტერმინი ,,საინგილო'' XIX საუკუნეში დამკვდრდა და ნიშნავს ინგილოებით დასახლებულ ქვეყანას. საინგილოში ქართული მოსახლეობა აქა-იქ არის შემორჩა და თუკი ფაქტების წაკითხვას შეეცდები, წერია ისინი გამაჰმადიანდნენ.

ვერავინ იტყვის, რომ იქაური ქართველები, მაჰმადიანები არიან. ისინი გაათმაგებული ძალებით ცდილობენ შეინარჩუნონ ქრისტიანობა, ამის ნახვას კი გიორგობისას შეძლებთ, უკლებლივ ყველა მიდის ეკლესიაში და მხურვალედ ლოცულობენ. მხოლოდ იქ მაღალ მთაზე შეგიძლია შეიგრძნო, როგორია სხვა ქვეყანაში, შენი ღმერთის დაცვა.

ინგილოების გარკვეულ ნაწილს შემორჩენილი აქვს დედა ენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება ქართველებად მხოლოდ ქრისტიან ინგილოებს ცნობს.

ისტორია

აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკა 1918 წლის 28 მაისს ტიფლისში შეიქმნა, აზერნაიჯანის პირველ პარლამენტთან ,,ამიერკავსიის სეიმი'' იქცა. რესპუბლიკამ 23 თვე იარსება. 1917 წლის შემდეგ ხალხს ორი საკითხი აინტერესებდა:შრომის და აგრარული. ამიტომ გავცალკევდით და მოვხვდით სხვადასხვა მხარეს. 1918 წელსავე, ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისმა მთავრობამ პარიზის კონფერენციაზე წარადგინა მოთხოვნები და საგანგებო მოხსენება, სადაც აღნიშნული იყო, თუ რა საზღვრებში ესახებოდა მმართველ პარტიას მომავალი რესპუბლიკის არსებობა.

უკვე 1921 წლის 2 მაისს ცკ-ს კავკასიის ბიურომ შექმნა საგანგებო, შემათანხმებელი კომისია, სადაც 26 ივნისის ოქმში ვკითხულობთ: ,,კომისია გადადის მორიგი საკითხის განხილვაზე'' . თითქოს აზერბაიჯანი პრეტენზიას არ აცხადებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაგრამ ორჯონიკიძესა და სტალინს შორის შეთანხმების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა საინგილოს აზერნაიჯანისადმი გადაცემა. 1921 წლის 5 ივლისს, რომ ზაქათალა და ყარაიაზის უბანი აზერბაიჯანის შემადგებლობაში რჩებოდა. ეს შეთანხმება დაამტკიცა ბუდუ მდივანისა და მუხტარ გაჯიევის ხელმოწერამ.

დღეს ქართველები საინგილოს სამივე რაიონში ცხოვრობენ, თუმცა ქრისტიანები მხოლოდ კახის რაიონის რამდენიმე სოფელში არიან და მიუხედავად ყველაფრისა მაინც ცდილობენ ქართული ადათ-წესებისა და სარწმუნოების შენარჩუნებას.

წყაროები:

  • საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები
  • http://www.ambioni.ge/