ანბარა

  მიუსერის კონცხზე, მდ. მისრას შავ ზღვასთან შეერთების ადგილიდან ცოტა მოშორებით სერზე, დღესაც დგას ძველი ტაძრის კედლები. ტაძარს შემოვლებული ჰქონია ქვის ზღუდე.თვით ტაძარი აშენებული ყოფილა რიყის  ქვებით, მოპირკეთებული კი- თლილი ქვებით,ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა,სახურავი აგურის ჰქონია,თაღისებური,საკურთხეველი-სამნავიანი.დასავლეთითა და სამხრეთით პორტიკები 3 საჟენის 3-3 შესასვლელი თაღით თვითეულში.დასავლეთით პორტიკისკუთხეში ყოფილა კიბე,რომლითაც ადიოდნენ ქალთა განყოფილებაში ანუ ჰენიკონში.ტაძრის განათება ხდებოდა ჰენიკონის სიმაღლეზე განლაგებული 12 ფანჯრიდან,რომლებიც დასავლეთ კედელში იყო ჩატანებული,მათი სიმაღლე აღწევდა ზედა სარტყელამდე.საკურთხეველი განათებული იყო აღმოსავლეთ მხარეზე არსებული ვიწრო სარკმელებით.ტაძრის ჩრდილოეთით არის რომელიღაც შენობის ნანგრევები.
  ეს ნანგრევები ნახა და აღწერა XIX საუკუნის დამლევს არქიმანდრიტმა ლეონიდემ, რომლის კალამსაც ეკუთვნის წიგნი ახალი-ათონის მონასტრის შესახებ.