ლევან ზ. ურუშაძე (დ. 1964 წ. 7 თებერვალს) - ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის სამეცნიერო ხელმძღვანელი (2006 წლიდან), ხელოვნების და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS, აშშ) აკადემიკოსი (2004). 140 სამეცნიერო შრომის (მათ შორის 9 მონოგრაფიის) ავტორი საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის, საქართველოს მე-18-მე-20 საუკუნეების ისტორიის, საქართველოს 1801-1917 და 1921-1991 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიის დარგებში. გარდა ამისა, პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულია მისი 300-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი. იხ. პირადი ვებ-გვერდი: http://lurushadze.tripod.com .


აგრეთვე: მომხმარებელი:ლევზურ