ედემი რეზოს ძე ელერჯია დაიბადა 1982 წლის 29 დეკემბერს ქ. ოჩამჩირეში. 1993 წლამდე ცხოვრობდა გალის რ-ნ სოფ. ჩხორთოლში. 1993 წელს კი სამოქალაქო ომის შედეგად გახდა იძულებით გადაადგილებული პირი და 7 წელი ცხოვრობდა ხობის რ-ნ სოფ. ხეთაში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა. 2003 წელს საცხოვრებლად გადავიდა ქ.სენაკში. 2005 წელს დაამთავრა სოხუმის ცოტნე დადიანის სახელობის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი. 2006-2010 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიებში. 2010-2013 წლებში გახლდათ სპორტული გაზეთის "მსოფლიო სპორტი"-ს კორესპოდენტი.

2014 წლიდან მუშაობს საფეხბურთო კლუბ მარტვილის "მერანი"-ს მედია-ოფიცრად.

ედემი ელერჯიამ 2014 წელს დაარსა საქველმოქმედო ფონდი "თანადგომა 2014" და დღემდე არის ამ ფონდის დირექტორი.

ედემი ელერჯია არის ლექსების და რამდენიმე ლიტერატურული ნაშრომის ავტორი.