ყველამ იცის უკვე, რომ ბუნებისსმეტყველება არის მეცნიერება ბუნების შესახებ. ბუნება ერთია, მასში მიმდინარე ყოველგვარ ცვლილებას შეისწავლის ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. ამ სამი საგნისგან მიღებული მცირედი ცოდნაც კი გვიქვმნის სრულ წარმოდგეას სამყაროს შესახებ. მინდა გესაუბროთ უშულოდ ქიმიაზე და ვეცდები ყველაფერი ტვალსაჩინოთ წარმოგიდგინოთ.


ტერმინის- ქიმია- ეს მნიშვნელობა და წარმომავლობა ზუსტად არ არის ცნობილი. ყველა ადამიანს სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსიით რომელიც მეც წაკიტხული მაქვს და მოსმენილი არის 1) ის შეიძლება მომდინარეობდეს ეგვიპტის ძველი სახელწოდებიდა 'ქემაა'-დან, რაც ნიშნავს შავს, სხვა მოსაზრებსი თანახმად, ეს სიტვა არის ძვერბერძნული და ნიშნავს შერევას. სახელწოდება ქიმიას ვხვდებით XVII საუკუნეში მეფე ვახტანგ VI-ის ხელნაწერ ნაწარმოებში წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმმიის ქმნისა. როგორც ისტორია იუწყება, მეფეს სსახლეში ქიმიური ლაბორატორია ჰქონია მოწყობილი, სადაც იგი ექსპერიმენტებს ატარებდა. საუკუნეების განმავლობაში ადამიანი ოცნებობდა ოქროს ხელოვნურად მიღებაზე ( აქვე მინდა ორი სიტყვა ვთქვა) -ალქიმია — შუა საუკუნეებში იყო მეცნიერება, რომლის მიზანი სხვადასხვა ლითონების ძვირფას ლითონებად (ოქრო, ვერცხლი) გარდაქმნა იყო. ალქიმიკოსებს ოქრო ყველაზე სრულყოფილ ნივთიერებად მიაჩნდათ და ისეთ ნივთიერებას ეძებდნენ, რომელიც უბრალო ლითონის ოქროდ გარდაქმნას დააჩქარებდა. ამ ნივთიერებას ზოგი „ფილოსოფიურ ქვას“, ზოგი „წითელ ლომს“, ზოგი კი „უკვდავების ელექსირს“ უწოდებდა. ალქიმიკოსებმა, მიუხედავად იმისა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაინც დიდი წვლილი შეიტანეს ქიმიის განვითარებაში. მათ შექმნეს მრავალი ქიმიური ლაბორატორია, სადაც შეისწავლეს ნივთიერების ბევრი თვისება, გამოიგონეს მრავალი ლაბორატორიული ხელსაწყო. ალქიმიკოსთა ყველაზე ცნობილი მიზნები იყო: ნებისმიერი მეტალის ოქროდ ან ვერცხლად გადაქცევა (ქრისოპოეია) და პანაცეას ანუ სიცოცხლის ელექსირის დამზადება.ეს არის წამალი რომელიც საშუალებას იძლევა განკურნოს ნებისმერი დაავადება და მოგანიჭოს უკვდავება. შუა საუკუნეების დასაწყისში ევროპელმა და აზიელმა ალქიმიკოსებმა დიდი დრო დაუთმეს ფილოსოფიური ქვის, ლეგენდარული ნივთიერბის ძიებას, რომელიც მოიაზრებოდა აუცილებელ ინგრედიენტად ორევე ზემოთჩამოთვლილი მიზნის მისაღწევად. ისმის კითხვა რას შეისწავლის ქიმია? სამყაროში სადაც ჩვენ, ადამიანები ვცხოვრობთ, ანუ ბუნებაში ყოველთვის ყოველ წამს, წუთს მიმდინარეობს რაღაც პროცესები რომლებსაც ჩვენ ადამიანები ვუწოდებთ მოვლენებს, ეს მოვლენები შეიძლება იყოს ფიზიკური და ქიმიური. ის პროცესები რომელტა უმეტესობაას ვერც კი ვამჩნევთ და ან ვამჩნევთ და უბრალოდ არ ვაქცევთ მათ ყურადღებას. არ გიფიქრიათ თუ რატომმ იჟანგება რკინა? ან სად მიდიის წყალში ჩაყრილი მარილი/ შაქარი? ტქვენი აზრით : ფერის ცვლა, სუნის წარმოქმნა ან გაქრობა, ნალექის წარმოქმნა, გაზის გამოყოფა, სითბოს გამოყოფა ან შთანთქვა, სინათლის გამოსხივება, ელექტროდენის წარმოქმნა და ა.შ - ეს ყველაფერი რატომ ხდება, რის საუძველზე? ეს ყველაფერი არის ქიმიური მოვლენა. ამიტომაც არის რომ ამბობენ ქიმია არის სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ყველა ქიმიით ვცოცხლობთ! ამრიგად მინდა გითხრათ, რომ ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შემადგენლობასა და აღნაგობას, ნივთიერების თვისებებს და გარდაქმნებს, ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ აუცილებელ პირობებს. ქიმიკოსი კი არის ადამიანი რომელიც სწავლობს ქიმიურ ელემენტებს და არა მარტო მას, ქიმიკოსს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვნის მეცნიერებაში კერძოდ ქიმიის დარგში და ზოგადად სამყაროში. ქიმიას გააჩნია ორი ძირითადი დარგი — ორგანული ქიმია და არაორგანული ქიმია. ორგანული ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნახშირბადის ნაერთებს. ვინაიდან ორგანული ქიმია არ შეისწავლის ნახშირბადის ყველა ნაერთს, არსებობს ორგანული ქიმიის მეორე განსზღვრებაც; ნახშირბადის ისეთი ნაერთები როგორიცაა ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი და მათი წარმოებულები არაორგანული ქიმიის შესწავლის სფეროს მიეკუთვნება. მეორე განმარტების თანახმად ორგანული ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნახშირწყალბადებსა და მათ ნაწარმებს. არაორგანული ქიმიაკი არის მეცნიერება ქიმიური ელემენტებისა და მათგან წარმოქმნილი მარტივი და რთული ნივთიერებების შესახებ.არაორგანული ქიმიის მთავარ ამოცანას ქიმიური ელემენტებისა და მათგან წარმოქმნილი ნაერთების შესწავლა შეადგენს, რომელიც მათი ატომებისა და მოლეკულების აღნაგობის, შედგენილობისა და თვისებების ყოველმხრივი გამოკვლევის გზით ხორციელდება. არაორგანული ქიმიის თეორიულ საფუძველს ქმნის ატომისტიკა და მენდელეევის პერიოდულობის კანონი. პირველი ცნობები არაორგანულ ნივთიერებათა — ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ტყვიის, კალისა და ვერცხლისწყლის, ნახშირბადის და გოგირდის შესახებ უძველეს დროს ეკუთვნის. ქიმიას გააჩნია დარგები : ანალიზური ქიმია — არაორგანული ქიმია — ორგანული ქიმია — პოლიმერების ქიმია — ფიზიკური ქიმია.